როდის მიიღებს საქართველო COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას: ოპტიმისტური პროგნოზი

© REUTERS / DADO RUVICბრიტანული კომპანია AstraZeneca-ს ვაქცინა
ბრიტანული კომპანია  AstraZeneca-ს ვაქცინა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჯანდაცვის სამინისტროს პირველ ეტაპზე მოსახლეობის 20 პროცენტის სამყოფი დოზის მოთხოვნა შეუძლია და საჭირო თანხა საქართველოს მთავრობას უკვე მობილიზებული აქვს, აცხადებს მინისტრის მოადგილე

თბილისი, 19 ნოემბერი – Sputnik. საქართველო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას 2021 წლის გაზაფხულზე მიიღებს, თუმცა ეს არის ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზი, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ.

თენგიზ ცერცვაძე საავადმყოფოში გადაიყვანეს >>

თამარ გაბუნიას განმარტებით, ვაქცინების გლობალურ ალიანსში საქართველომ ვაქცინის შესაძენად წინასწარი შენატანი უკვე გააკეთა.

„ჩვენ ვაქცინას მივიღებთ ვაქცინების გლობალური ალიანსის მხრიდან. ოპტიმისტური პროგნოზით, ეს იქნება მომავალი წლის გაზაფხულზე, მარტიდან-მაისის პერიოდში. „კოვაქსი“, რომელიც დაწინაურდა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნაში, არის სწორედ გლობალური ალიანსის მიერ დაფუძნებული ორგანიზაცია. საქართველომ უკვე გადაიხადა წინასწარი შენატანი ამ ორგანიზაციაში იმისთვის, რომ ჩვენ გარანტირებულად მივიღოთ ვაქცინა. ასევე, ჩვენ გვაქვს ვაქცინის არჩევის უფლებამოსილება. ანუ გვაქვს შესაძლებლობა, განვიხილოთ სხვადასხვა მწარმოებლის მიერ შემოთავაზებული ვაქცინების ეფექტურობა და მივიღოთ საბოლოო გადაწყვეტილება“, – განაცხადა გაბუნიამ.

ეკატერინე ტიკარაძე - Sputnik საქართველო
„საქართველოს კლინიკების ასოციაცია“ ტიკარაძის გადადგომას მოითხოვს

თამარ გაბუნიას ინფორმაციით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს პირველ ეტაპზე მოსახლეობის 20 პროცენტის სამყოფი დოზის მოთხოვნა შეუძლია. ახლა ქვეყანამ მოსამზადებელი პერიოდი უნდა გაიაროს.

„ამ ეტაპზე ჩვენ ვმუშაობთ მსოფლიო ბანკის დახმარებით ვაქცინის დანერგვის პროცესის გამართვაზე, ანუ ეტაპები, რაც ქვეყანამ უნდა გაიაროს არის ასეთი – პირველი, შეფასების ეტაპი, რამდენად მზად არის ქვეყანა ვაქცინის დასანერგად, აქ საუბარია ლოჯისტიკის პროცესებზე, რადგან ვაქცინას დასჭირდება ცივი ჯაჭვის ორგანიზება და ეს უფრო რთულია, ვიდრე სხვა ვაქცინების შემთხვევებში. ანუ ტემპერატურა, რომელსაც „კოვაქსის“ ვაქცინა მოითხოვს არის უფრო დაბალი. რა თქმა უნდა, საჭირო იქნება პერსონალის ტრენინგიც“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისი თქმით, ამ პირობებზე ქართველი სპეციალისტები საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მუშაობენ და ვაქცინის გამოჩენისთანავე ქვეყანა მას დახვდება მზად და დაიწყება შესაბამის ჯგუფებში ვაქცინაცია.

პალატა - Sputnik საქართველო
საქართველოში კორონავირუსით კიდევ 38 პაციენტი გარდაიცვალა

ამჟამად მსოფლიოში უკვე შექმნილია 150-ზე მეტი „კანდიდატი ვაქცინა“, მათგან ხუთი–ექვსის უსაფრთხოების შესახებ ინფორმაცია ნოემბრის ბოლოს იქნება ხელმისაწვდომი.

ბოლო ორ თვეში ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება მკვეთრად გაუარესდა. ფიქსირდება კორონავირუსის მეორე ტალღა, რომლის პიკი ნოემბრის მეორე ნახევარშია მოსალოდნელი. ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 4 ათასს აღწევს, პანდემიის დაწყებიდან დღემდე კი ქვეყანაში 93 ათასზე მეტი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა 853 ადამიანი.

ქვეყანაში მოქმედებს შეზღუდვები: პირბადის ტარება სავალდებულოა დახურულ და ღია სივრცეებში, ტრანსპორტში, ქუჩებში, დიდ ქალაქებში სკოლები დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ, დაკეტილია საბავშვო ბაღები, ღამის საათებში სახლიდან გასვლა აკრძალულია.

ყველა ახალი ამბავი
0