თენგიზ ცერცვაძე საავადმყოფოში გადაიყვანეს

© photo: Sputnik / Stringerთენგიზ ცერცვაძე
თენგიზ ცერცვაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, დღეს მას სიცხემ აუწია და ორივე ფილტვზე პნევმონია დაუდგინდა. თენგიზ ცერცვაძის ჰოსპიტალიზაცია ასევე განაპირობა იმან, რომ ის მაღალი რისკის ჯგუფს განეკუთვნება.

თბილისი, 19 ნოემბერი – Sputnik. ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაავადების მეექვსე დღეს გაუარესდა, იუწყება „პირველი არხი“ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრზე დაყრდნობით.

თბილისში კვლავ ყველაზე მეტი შემთხვევაა – კოვიდ-სტატისტიკა რეგიონების მიხედვით >>

სამშაბათს ცნობილი გახდა, რომ ცერცვაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა აქამდე დამაკმაყოფილებელი იყო. მას ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები მსუბუქ ფორმებში ჰქონდაგამოხატული, ამიტომაც ინფექციონისტი ჰოსპიტალიზაციას არ საჭიროებდა და სახლში მკურნალობდა. 

გავრცელებული ინფორმაციით, დღეს მას სიცხემ აუწია და ორივე ფილტვზე პნევმონია დაუდგინდა.

„თენგიზ ცერცვაძეს აღენიშნება ტემპერატურის მატება 38.0 გრადუსამდე. გულ-მკერდის ორგანოების კომპიუტერულ-ტომოგრაფიული გამოკვლევით დაფიქსირდა ორმხრივი კოვიდ პნევმონია. იმუნური სისტემის გამოკვლევით აღენიშნება უჯრედული და ჰუმორული იმუნიტეტის მაჩვენებლების მნიშვნელოვანი გაუარესება“, - ნათქვამია ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის განცხადებაში.
ეკატერინე ტიკარაძე - Sputnik საქართველო
„საქართველოს კლინიკების ასოციაცია“ ტიკარაძის გადადგომას მოითხოვს

თენგიზ ცერცვაძის ჰოსპიტალიზაცია ასევე განაპირობა იმან, რომ ის მაღალი რისკის ჯგუფს განეკუთვნება.

„ვინაიდან ბატონი თენგიზი წარმოადგენს ორმაგად მაღალი რისკის ჯგუფის პირს – იგი არის ასაკოვანი და ამავე დროს აქვს არაჰოჯკინის ლიმფომა და სერიოზული იმუნოდეფიციტური მდგომარეობა, ამიტომ მისი ჰოსპიტალიზაცია მოხდა. მას გადაესხა ანტივირუსული მედიკამენტი „რემდესივირი“ ორი 100 მილიგრამიანი ფლაკონი ერთჯერადად. ის მკურნალობას მომავალ დღეებში გააგრძელებს კლინიკაში და მისი მკურნალობის ტაქტიკა განისაზღვრება კლინიკური და ლაბორატორიული მაჩვენებლების მდგომარეობის მიხედვით“, - აღნიშნულია ცენტრის ინფორმაციაში.

„სიგიჟის ზღვარზე ვარ...“- ნინი შერმადინს კორონავირუსი აქვს >>

თბილისის ინფექციურმა საავადმყოფომ, რომელსაც მრავალი წელია თენგიზ ცერცვაძე ხელმძღვანელობს, კოვიდ–ინფიცირებული პაციენტების მიღება ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო.

ყველა ახალი ამბავი
0