ამირან გამყრელიძე: ინფიცირების შედარებით მცირე მაჩვენებელმა არ უნდა დაგვამშვიდოს

© Sputnik / STRINGER ადამიანები პირბადეებით
ადამიანები პირბადეებით - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ბოლო 24 საათში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ ცოტა დაიკლო, დღეს გამოვლენილია 3 128 შემთხვევა.

თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. დღეს დაფიქსირებულმა შედარებით მცირე ინფიცირების მაჩვენებელმა არ უნდა დაგვამშვიდოს, რადგან შაბათ-კვირასა და სადღესასწაულო დღეებში ტესტების ჩატარების რაოდენობა მცირდება, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, დღევანდელი შემთხვევების რაოდენობა ბოლო სამ დღეზე იყო დამოკიდებული.

აქცია - Sputnik საქართველო
COVID-19 საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში

„გუშინ და გუშინწინ ტესტირების რაოდენობა სადღაც 7-დან 8 ათასის ფარგლებში გვქონდა, როდესაც კვირის სხვა დღეებში 13-23 ათასის ფარგლებში გვაქვს. ამიტომ დღევანდელი შედარებით მცირე მაჩვენებელი არ ნიშნავს, რომ კლება შეინიშნება, პირიქით, არის მატება და ეს კიდევ გაგრძელდება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძემ აღნიშნა, რომ ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა პიკს აღწევს, რომელიც არავინ იცის, რამდენ ხანს გასტანს.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3.128-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 111.818-ს მიაღწია.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 92.215 ადამიანი, გარდაიცვალა 1.051 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0