ტიკარაძე: ამ ეტაპზე თბილისში შეზღუდვების დაწესების საფუძველი არ არსებობს

© photo: Government of Georgia / FBეკატერინე ტიკარაძე
ეკატერინე ტიკარაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, სასწრაფო დახმარების ექიმებს კორონავირუსზე ტესტი 72 საათში ერთხელ ჩაუტარდებათ ნაცვლად ორკვირიანი შუალედისა.

თბილისი, 12 სექტემბერი – Sputnik. თბილისში ამ ეტაპზე შეზღუდვების დაწესებისთვის კონკრეტული საფუძველი არ არსებობს, ამჟამად მიმდინარეობს დაკვირვება ეპიდემიურ ვითარებაზე, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ.

სექტემბრის დასაწყისიდან საქართველოში მკვეთრად იმატა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ. ეპიცენტრი აჭარა გახდა, სადაც დამატებითი შეზღუდვები დაწესდა.

ტესტირება აჭარაში - Sputnik საქართველო
გამყრელიძე: აჭარაში შემზღუდავი ღონისძიებები ჯერ არ იხსნება

ბოლო დღეებში მაჩვენებლები თბილისშიც საგრძნობლად გაიზარდა. დღეს გამოვლენილი 478 ახალი შემთხვევიდან 178 სწორედ დედაქალაქს უკავშირდება. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, თბილისში, შესაძლოა, ფართომასშტაბიანი შემზღუდველი ღონისძიებები დაწესებულიყო. ამავე დროს იყო საუბარი იმაზეც, რომ დამატებითი შეზღუდვები შეიძლება მოხსნილიყო აჭარაში. დღეს ცნობილი გახდა, რომ აჭარის რეგიონში შეზღუდვების მოხსნა ჯერ არ იგეგმება.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭო დედაქალაქში ვითარებას აკვირდება და შესაბამის გადაწვეტილებებს ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე მიიღებს.

„კვლავ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს ნიღბების ინტენსიური გამოყენება, ასევე, რა თქმა უნდა, სოციალური დისტანცირება. დედაქალაქში უკვე გვაქვს საგრძნობლად მომატებული რიცხვი, რაც, რა თქმა უნდა, საყურადღებოა. ჩვენ ამ მიმართულებით გარკვეულ დაკვირვებებს ვაწარმოებთ, რომ მივიღოთ გადაწყვეტილება ინფექციის გავრცელების პრევენციისთვის“, – განაცხადა მინისტრმა.

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ექვსი ადამიანი გარდაიცვალა>>

როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, ამ დროისათვის ქვეყანაში საწოლების რაოდენობა საკმარისია, თუმცა, დედაქალაქში შემთხვევების მატების გამო, საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მოხდეს დამატებითი საწოლების მობილიზება.

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო - Sputnik საქართველო
კორონავირუსის ბოლო შემთხვევები რეგიონების მიხედვით: ყველაზე მეტი კვლავ აჭარაშია

ასევე, მინისტრის თქმით, ის კლინიკები, რომლებიც კოვიდ-ინფექციის მართვაში ამ ეტაპზე ნაწილობრივ, ჰიბრიდული მეთოდით არიან ჩართული, დღის ბოლოსთვის სრულად ჩაერთვებიან ინფექციის მართვაში.

„რაც შეეხება სასუნთქ აპარატებს, ამ ეტაპისთვის ჩვენ 150-ზე მეტი სასუნთქი აპარატი გვაქვს თავისუფალი, თუმცა მოხდება მათი დამატებაც. სასუნთქი აპარატები ზაფხულში შევიძინეთ. კერძოდ, 100 სასუნთქი აპარატი შევიძინეთ იმ კლინიკებისთვის, სადაც კოვიდ-ინფიცირებულებს ინტენსიურად მკურნალობენ“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

ტიკარაძემ სასწრაფო დახმარების ექიმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათ კორონავირუსზე ტესტი 72 საათში ერთხელ ჩაუტარდებათ. აქამდე ტესტირებებს შორის შუალედი ორი კვირა იყო.

კორონავირუსი ტყიბულის სკოლაში: დაინფიცირდა 18 მოსწავლე და ოთხი მასწავლებელი>>

ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსის 12 272 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 6 538 ადამიანი, 91 პაციენტი კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5590, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 836 პაციენტია, ხოლო კოვიდ-სასტუმროებში მყოფი პირების რაოდენობა 1393-ს შეადგენს.

ყველა ახალი ამბავი
0