12:34 28 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8094
  • 100 RUB4.2136
  • USD3.2242
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (2219)
70 0 0

კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 478-ით გაიზარდა და 12272-ს მიაღწია. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 6327 ადამიანი.

თბილისი, 12 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით ექვსი პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა 91-მდე გაიზარდა. შესაბამისი ინფორმაცია გავრცელდა ვებ-გვერდზე stopcov.ge

პაციენტების კონკრეტული დაავადებების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 478-ით გაიზარდა და 12272-ს მიაღწია.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 6538 ადამიანი, აქედან ბოლო 24 საათში – 211, გარდაიცვალა – 91, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5590, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1393 ადამიანი იმყოფება.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

თემები:
COVID-19 საქართველოში (2219)

მთავარი თემები