კორონავირუსი ტყიბულის სკოლაში: დაინფიცირდა 18 მოსწავლე და ოთხი მასწავლებელი

© Pixabay / Wokandapixსაკლასო ოთახი
საკლასო ოთახი - Sputnik საქართველო
გამოწერა
უკვე დადგენილია 120 კონტაქტი. კონტაქტების მოძიება გრძელდება. რა სახით გაგრძელდება სკოლაში სწავლა, ჯერჯერობით უცნობია.

თბილისი, 12 ოქტომბერი – Sputnik. ტყიბულში კორონავირუსის 22 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ყველა შემთხვევა ერთ სკოლას უკავშირდება – 18 სკოლის მოსწავლეა, ხოლო ოთხი – მასწავლებელი.

ტყიბულის მერის თემურ ჩუბინიძის განცხადებით, მიმდინარეობს კონტაქტების ძიება, ამ დროისათვის უკვე დადგენილია ინფიცირებულთა 120 კონტაქტი.

საბავშვო ბაღი - Sputnik საქართველო
დღეს თბილისის საბავშვო ბაღებმა მუშაობა განაახლეს

მერის თქმით, რა სახით გაგრძელდება სკოლაში სწავლა – დისტანციური მეთოდით თუ ჩვეულებრივი რეჟიმით, ჯერჯერობით უცნობია.

„იმ კლასებში, სადაც დადასტურდა, რა თქმა უნდა, დისტანციურზე გადავიყვანთ. დანარჩენების საკითხს შედეგების მიხედვით განვსაზღვრავთ“, – განაცხადა ჩუბინიძემ, იუწყება „პირველი არხი“.

საქართველოში კორონავირუსის ინფექციის მატება ყოველდღიურად შეინიშნება, ფართოვდება გავრცელების არეალიც. დღევანდელი მონაცემებით, გამოვლინდა 478 ახალი შემთხვევა და ჯამში ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ 12 272 შეადგინა.

სულ გამოჯანმრთელდა 6538 პაციენტი, გარდაიცვალა 91 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0