კორონავირუსის ბოლო შემთხვევები რეგიონების მიხედვით: ყველაზე მეტი კვლავ აჭარაშია

© Sputnik / STRINGERბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო - Sputnik საქართველო
გამოწერა
დღეისთვის საქართველოში კორონავირუსის 12 272 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 6 538 ადამიანი, 91 პაციენტი კი გარდაიცვალა.

თბილისი, 12 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 478 ახალი შემთხვევიდან უმეტესობა თბილისსა და აჭარას უკავშირდება, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ. 

კორონავირუსის ახალი შემთხვევებით პირველ ადგილზე კვლავ აჭარაა, სადაც 196 ახალი შემთხვევაა დაფიქსირებული. შემდეგ მოდის თბილისი 178 შემთხვევით, 65 შემთხვევა კი გამოვლენილია იმერეთში.

სასწრაფო დახმარების მანქანა საავადმყოფოს ეზოში - Sputnik საქართველო
საქართველოში კორონავირუსით კიდევ ექვსი ადამიანი გარდაიცვალა

დანარჩენი შემთხვევები სხვა რეგიონებზე ასე ნაწილდება: სამეგრელო-ზემო სვანეთი – 13, ქვემო ქართლი – 15, შიდა ქართლი – ექვსი, მცხეთა-მთიანეთი – ოთხი, გურია – ერთი.

მკურნალობის ეტაპზე მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული 5 734 პაცენტიდან 50-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. აქედან 31 ინვაზიურ მართვით სუნთქვაზე იმყოფება, 29 კი სიპაპ-რეჟიმზეა (CPAP).

ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსის 12 272 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 6 538 ადამიანი, 91 პაციენტი კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5590, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 836 პაციენტია, ხოლო კოვიდ-სასტუმროებში მყოფი პირების რაოდენობა 1393-ს შეადგენს.

ყველა ახალი ამბავი
0