00:40 19 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (1734)
116 0 0

ინფექციონისტები მიიჩნევენ, რომ კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდა შემოდგომის დადგომას უკავშირდება.

თბილისი, 11 სექტემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან მესამედი – 29 შემთხვევა ბათუმს უკავშირდება, განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.

თაკო ჩარკვიანს კორონავირუსი დაუდასტურდა>>

კიდევ 24 შემთხვევა ქუთაისის სკოლას უკავშირდება. 12 პაციენტი – ესაა დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტი, ხუთი პაციენტი აჭარაში მოგზაურობის დროს დაინფიცირდა. ოთხი შემთხვევა „იმპორტირებულია", აქედან სამი სატვირთო ავტომობილის მძღოლია. კიდევ სამი სამედიცინო პერსონალიდანაა.

10 შემთხვევაში, კონტაქტების გამოვლენისა და ინფიცირების წყაროს დასადგენად, ეპიდემიური კვლევა მიმდინარეობს.

გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 20-ით გაიზარდა და პროცენტულმა მაჩვენებელმა 71% შეადგინა.

ამ დროისათვის COVID–ცენტრებში მკურნალობს 536 პაციენტი. აქედან 17-ის მდგომარეობა მძიმეა, ხოლო ოთხის – კრიტიკული.

უშუალოდ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობას 23 პაციენტი განაგრძობს. აქედან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია და კიდევ ერთის – მძიმე.

საჩხერის სამთო მომზადების ბაზაზე კარანტინი გამოცხადდა>>

„დაავადების მატება მოსალოდნელი იყო შემოდგომის დადგომასთან ერთად, რადგან მეტ-ნაკლებად შემოდგომა უკავშირდება მწვავე რესპირატორული ვირუსული დაავადებების აქტივობების მატებას... საერთოდ, რესპირატორული ინფექციების მატება როდესაც არის, და „კოვიდ-19“ ასევე სასუნთქი გზების დაავადებაა, მოსალოდნელია გარკვეული მატება“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

ეზუგბაია ინფიცირებულების მატებას ასევე უკავშირებს მობილურობის გაზრდასა და მოდუნებას რეგულაციების შესრულებისას.

საქართველოში ბოლო პერიოდში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ მკვეთრად იმატა. დღეს 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა – ასეთი მაღალი მაჩვენებელი აქამდე არ ყოფილა.

ამ დროისათვის საქართველოში ახალი კორონავირუსი 1917 ადამიანს დაუდგინდა. გამოჯანმრთელდა 1354, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაიცვალა 19 ადამიანი.

თემები:
COVID-19 საქართველოში (1734)

მთავარი თემები