04:33 27 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8812
  • 100 RUB4.2875
  • USD3.3332
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (1819)
80 0 0

ბაზაზე კარანტინის გამოცხადება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ბაზის მწვრთნელს ახალი კორონავირუსული ინფექცია დაუდასტურდა.

თბილისი, 11 სექტემბერი – Sputnik. ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების ბაზაზე კარანტინი გამოცხადდა, იუწყება „პირველი არხი“.

როგორც ტელეარხს საჩხერის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელმა ლალი ტაბატაძემ განუცხადა, კარანტინის გამოცხადება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ბაზის მწვრთნელს ახალი კორონავირუსული ინფექცია დაუდასტურდა. ინფიცირების წყაროა „რუსთავის კლასტერი“.

ინფიცირებული მწვრთნელი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობს.

ამასთან, ტაბატაძის ინფორმაციით, კარანტინში იმყოფება 14 სამხედრო მოსამსახურე, რომელთაც უშუალო შეხება ჰქონდათ ინფიცირებულ მწვრნელთან.

რაც შეეხება საჩხერის სამთო მომზადების ბაზაზე მყოფ დანარჩენ 153 პირს, მათ ტესტირება უკვე ჩაუტარდათ და კორონავირუსი არც ერთ მათგანს არ დაუდასტურდა.

საქართველოში გუშინ კორონავირუსით ინფიცირების დღე-ღამური რეკორდული მაჩვენებელი – 57 შემთხვევა გამოვლინდა. ეს ქვეყანაში ვირუსის დაფიქსირების დღიდან ყველაზე დიდი მაჩვენებელია.

გუშინდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1830-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 1334 ადამიანი. გარდაცვლილია – 19, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 390 პაციენტია.

თემები:
COVID-19 საქართველოში (1819)

მთავარი თემები