თავდაცვის სამინისტროში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით კონტროლი მკაცრდება

© Ministry of Defence of Georgiaსაქართველოს თავდაცვის სამინისტრო
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
მინისტრის გადაწყვეტილებით, 10 სექტემბრიდან თავდაცვის უწყებასა და თავდაცვის ძალებში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით კონტროლი გამკაცრდა.

თბილისი, 11 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო ახალი ბრძანება გამოსცა, რომელიც სამინისტროსა და თავდაცვის ძალებში გარკვეული რეგულაციების დაწესებას ითვალისწინებს, იუწყება თავდაცვის სამინისტრო.

საქართველოში ბოლო დღეებში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ მკვეთრად იმატა. დღეს 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა – ასეთი მაღალი მაჩვენებელი აქამდე არ ყოფილა.

ფოთის პორტი - Sputnik საქართველო
საქართველოში თურქ სამხედროს კორონავირუსი დაუდგინდა

მინისტრის ბრძანებით, 10 სექტემბრიდან გამკაცრდა საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე თერმოსკრინინგი და ყველა ტიპის დახურულ საჯარო სივრცეში სავალდებულო გახდა პირბადის ტარება.

გარდა ამისა, შვებულებაში გასაშვებ პირად შემადგენლობას ჩაუტარდება ინსტრუქტაჟი და მიეცემა რეკომენდაცია საეჭვო და რისკის შემცველ ზონებში, მათ შორის, ეპიდკერებში მოგზაურობა/გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით.

ეპიდაფეთქების კერიდან დაბრუნებული პირადი შემადენლობა გადაყვანილ იქნება თვითიზოლაციაში ქვეყანაში არსებული რეგულაციებით დადგენილი წესის შესაბამისად. ხოლო თვითიზოლაციის დასრულების შემდეგ, PCR–ტესტირების უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, პრევენციის მიზნით, განხორციელდება მონიტორინგის პირობებში დისტანციურად საქმიანობა.

ქართველ სამხედროებს ავღანეთში კორონავირუსი დაუდგინდათ>>

ამ დროისათვის საქართველოში ახალი კორონავირუსი 1917 ადამიანს დაუდგინდა. გამოჯანმრთელდა 1354, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაიცვალა 19 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0