11:04 26 თებერვალი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0680
  • 100 RUB4.5218
  • USD3.3265
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (2862)
92 0 0

სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც როტაციის შედეგად ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდებიან, ორკვირიან კარანტინში მოთავსდებიან.

თბილისი, 10 ივლისი – Sputnik. ავღანეთიდან თბილისში სპეცრეისით 28 ქართველი სამხედრო მოსამსახურე ჩამოიყვანეს. მათ კორონავირუსი აღმოაჩნდათ.

ქართული მასმედიის ინფორმაციით, სამხედროები, რომლებიც მონაწილეობდნენ სამშვიდობო მისიაში „მტკიცე მხარდაჭერა“, გერმანიის საჰაერო ძალების სამხედრო თვითმფრინავით ჩამოიყვანეს. ბორტზე მათთან ერთად იმყოფებოდა ბუნდესვერის მედპერსონალი.

„სამხედროების სამედიცინო მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რაც შეეხება სიმპტომატიკას, ის გართულებებისა და ჩივილების გარეშე მიმდინარეობს. ხოლო ინფიცირების წყარო უკავშირდება ადგილობრივ ავღანელ პერსონალს“, – აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

საქართველოში გამოფრენამდე ინფიცირებულები სპეციალურ იზოლატორში მოათავსეს. შესაბამისად, მისიაში მონაწილე სხვა ქართველ ჯარისკაცებს ინფიცირების საფრთხე არ ემუქრებათ.

ინფიცირებული სამხედროები მკურნალობას გორის სამხედრო ჰოსპიტალში განაგრძობენ. რაც შეეხება დანარჩენ სამხედროებს, ისინი სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ორკვირიან სავალდებულო კარანტინს გაივლიან.

ნატოს მისია „მტკიცე მხარდაჭერა“ (Resolute Support), რომელიც არასაბრძოლო სტატუსის მატარებელია, ავღანეთში 2015 წლის 1 იანვრიდან იმყოფება. ნატოსა და ავღანეთს შორის ორმხრივი შეთანხმების თანახმად, ქვეყანაში 13 ათასამდე სამხედრო მოსამსახურეა, რომელთა ფუნქციებსაც ავღანეთის ძალოვანი სტრუქტურების სწავლება და მათთვის კონსულტაციების გაწევა წარმოადგენს.

საქართველოს მხრიდან მისიაში მონაწილეობს 870-ზე მეტი ჯარისკაცი. ისინი ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, ქაბულსა და მაზარ-ი-შარიფში არიან დისლოცირებული.

თემები:
COVID-19 საქართველოში (2862)

მთავარი თემები