00:08 21 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (1749)
237 0 0

საქართველოში ბოლო პერიოდში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ მკვეთრად იმატა. დღეს 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა – ასეთი მაღალი მაჩვენებელი ჯერ არ დაფიქსირებულა.

თბილისი, 11 სექტემბერი – Sputnik. პარტიის „კანონი და სამართლიანობა“ ლიდერს თაკო ჩარკვიანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ პოლიტიკოსმა თავის Facebook-გვერდზე დაწერა.

ჩარკვიანი აღნიშნავს, რომ გართულება არ აქვს და თავს ნორმალურად გრძნობს.

„ძვირფასო მეგობრებო დამიდასტურდა კოვიდი!!! თავს უკეთ ვგრძნობ! თუ ღმერთმა ინება, გავუძლებთ!“ – წერს ჩარკვიანი.

ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც ქართველ პოლიტიკოსს ინფექცია დაუდასტურდა. ამ კვირაში ცნობილი გახდა, რომ COVID-19 აქვს პარლამენტის დეპუტატს ლევან გოგიჩაიშვილს, ასევე მის მეუღლეს ვიკა ბუკიას. ისინი თბილისში, ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში მკურნალობენ.

საქართველოში ბოლო პერიოდში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ მკვეთრად იმატა. დღეს 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა – ასეთი მაღალი მაჩვენებელი აქამდე არ ყოფილა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1917-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 1354 ადამიანი. გარდაცვლილია 19 პაციენტი.

თემები:
COVID-19 საქართველოში (1749)

მთავარი თემები