06:24 19 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (1734)
279 0 0

წვეულებათა სახლ „აჭარაში“ 6 სექტემბერს 200-კაციანი ქორწილი ჩატარდა. რესტორნის ყველა თანამშრომელს ჩაუტარდა ტესტირება და პასუხები ხვალ გახდება ცნობილი

თბილისი, 9 სექტემბერი – Sputnik. ბათუმში მდებარე წვეულებათა სახლ „აჭარას“ თანამშრომელს COVID-19 დაუდასტურდა,  იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

რესტორნის დირექტორის, ლია აბულაძის განცხადებით, ინფიცირებული მიმტანების ხელმძღვანელია, რომელიც ცხელების ცენტრში 7 სექტემბერს გადაიყვანეს, ვირუსი კი გუშინ დაუდასტურდა.

წვეულებათა სახლ „აჭარაში“ 6 სექტემბერს 200-კაციანი ქორწილი იყო. რესტორნის ყველა თანამშრომელს ჩაუტარდა ტესტირება და პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.

ამასთან, დირექტორის თქმით, პირს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, სტუმრებთან უშუალო შემხებლობაში არ ყოფილა.

„ყველა თანამშრომელს ჩაუტარდა PCR-ტესტი და ველოდებით პასუხს. 19-ს გუშინ ჩაუტარდა ტესტირება და დაახლოებით 16-ს დღეს. რაც შეეხება კომუნიკაციას, ეს პირი სამზარეულოშიც შედიოდა და ყველასთან ჰქონდა კომუნიკაცია. წინა დღეს, 6 რიცხვში იყო ორასკაციანი ქორწილი. უშუალო კომუნიკაცია მას სტუმრებთან არ ჰქონდა, მას ძირითადად მიმტანებთან ჰქონდა კომუნიკაცია“, – განაცხადა აბულაძემ.

წვეულებათა სახლმა „აჭარამ“ ყველა ჯავშანი გააუქმა და ამ დროისთვის რესტორანი დახურულია.

ბოლო დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 44 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 25 - აჭარაში. ამ დროისათვის ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში კორონავირუსის დიაგნოზით 111 პაციენტი მკურნალობს.

ამ მიზეზით, აჭარაში კორონავირუსის უფასო PCR ტესტირების ლოკაცია გაფართოვდა. მოქალაქეების ტესტირება სამ კარავსა და ხუთ პოლიკლინიკაში მიმდინარეობს. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, დღეს დამატებით ორი კარავი დაიდგა „ხოფის ბაზრობასთან“ და ავტოსადგურზე.

საქართველოში უსიმპტომო პაციენტებს სასტუმროებში უმკურნალებენ >>

ამ დროისათვის საქართველოში ახალი კორონავირუსი 1773 ადამიანს დაუდგინდა. გამოჯანმრთელდა 1325, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაიცვალა 19 ადამიანი.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 390 პაციენტია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

თემები:
COVID-19 საქართველოში (1734)

მთავარი თემები