ქუთაისში სკოლის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

© Sputnik / STRINGERსასწრაფო დახმარება ქუთაისში
სასწრაფო დახმარება ქუთაისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ ეტაპზე 14 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან ოთხი ბავშვია. პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

თბილისი, 9 სექტემბერი – Sputnik. ქუთაისის N32 სკოლის თანამშრომელს და მისი ოჯახის წევრებს კორონავირუსი დაუდასტურდათ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

აღნიშნული სკოლის 50-მდე თანამშრომელს „კოვიდ-19“-ზე ტესტირება ჩაუტარდა. მათთვის ანალიზის ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც გაირკვა, რომ ერთ-ერთი პედაგოგი, რომელიც თბილისში, ქორწილში იმყოფებოდა, კოვიდინფიცირებული პირის კონტაქტია.

განახლებული მოედანი პარლამენტის წინ - Sputnik საქართველო
დეპუტატების ნახევარი თვითიზოლაციაშია, ლევან გოგიჩაიშვილის პარტია ტაიმ-აუტს იღებს

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ თანამშრომელი სტაციონარშია მოთავსებული.

როგორც კლინიკაში განმარტავენ, სკოლის თანამშრომელი იმ ინფიცირებულ 44 პირს შორისაა, რომელსაც „კოვიდ-19“ დღეს დაუდასტურდათ.

კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ინფიცირებულმა ქალმა შვილთან და შვილიშვილთან ერთად საავადმყოფოს თვითდინებით მიმართა. ანალიზების აღების შემდეგ კი სამივეს კორონავირუსი დაუდგინდათ. 

ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორ ნოდარ მაღლაფერიძის ინფორმაციით, კლინიკაში ამ ეტაპზე 14 კოვიდინფიცირებულია, მათგან ოთხი ბავშვია. პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

საქართველოში უსიმპტომო პაციენტებს სასტუმროებში უმკურნალებენ >>

ამ დროისათვის საქართველოში ახალი კორონავირუსი 1773 ადამიანს დაუდგინდა. გამოჯანმრთელდა 1325, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაიცვალა 19 ადამიანი.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 390 პაციენტია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0