23:13 25 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8292
  • 100 RUB4.2718
  • USD3.2897
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (1810)
92 0 0

დადგენილი გრადაციით, სასტუმროებში მკურნალობას ექვემდებარებიან 18-დან 65 წლამდე უსიმპტომო პაციენტები, 65 წელს ზემოთ პირები კი კლინიკებში დარჩებიან.

თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში უსიმპტომო პაციენტებს შემდგომი მკურნალობისთვის კლინიკებიდან სასტუმროებში გადაიყვანენ, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ უწყებათშორისი საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ.

მისი თქმით, ეს საბჭოს მიერ მიღებული ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. 9 სექტემბრიდან საქართველოს სამ დიდ ქალაქში – თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში კორონავირუსით ინფიცირებულთა მკურნალობა სასტუმროებში არსებულ საკარანტინო სივრცეებში დაიწყო. 

„ბათუმში უკვე მიმდინარეობს საავადმყოფოდან პაციენტების სასტუმროში გადაყვანა. გუშინ ჩვენ კლინიკურ ჯგუფთან ერთად განვსაზღვრეთ ის პროტოკოლი, რომლითაც ჩვენი ექიმები იხელმძღვანელებენ. მოცემულ შემთხვევაში მიდგომა იქნება შემდეგი: 65 წელს ზემოთ პაციენტები კლინიკებში დარჩებიან, ხოლო 18-დან 65 წლამდე პირები, რომელთაც ინფექცია დადასტურებული აქვთ და ამავე დროს არ აქვთ არანაირი თანმხლები ქრონიკული დაავადება და ამასთან სიმპტომები არ აღენიშნებათ, სამკურნალოდ სასტუმროების ქსელში გადავლენ“, – განაცხადა ტიკარაძემ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, 600 საწოლიდან, რომელიც კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებისთვისაა გამოყოფილი, მხოლოდ 65%-ია დატვირთული.

ბოლო დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 44 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ამ დროისათვის საქართველოში ახალი კორონავირუსი 1773 ადამიანს დაუდგინდა. გამოჯანმრთელდა 1325, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაიცვალა 19 ადამიანი.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 390 პაციენტია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

თემები:
COVID-19 საქართველოში (1810)

მთავარი თემები