დეპუტატების ნახევარი თვითიზოლაციაშია, ლევან გოგიჩაიშვილის პარტია ტაიმ-აუტს იღებს

© Sputnik / Vladimir Umikashviliგანახლებული მოედანი პარლამენტის წინ
განახლებული მოედანი პარლამენტის წინ - Sputnik საქართველო
გამოწერა
დეპუტატის იმუნიტეტი კორონავირუსისგან არ იცავს – საქართველოს პარლამენტში პირველი ინფიცირებული გამოვლინდა.

თბილისი, 9 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა არ იცის, სად შეიძლება დაავადებულიყო კორონავირუსით, იუწყება „რუსთავი 2“.

„წყარო უცნობია“: ქართველ დეპუტატსა და მის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდათ >>

იმის შესახებ, რომ დამოუკიდებელ დეპუტატს კორონავირუსი აღმოაჩნდა, დღეს გახდა ცნობილი. ვირუსი მის მეუღლესაც – „TV პირველის“ ჟურნალისტსაც აქვს.

როგორც გოგიჩაიშვილმა აღნიშნა, წინა კვირაში ის სამჯერ იყო პარლამენტში, ესაუბრა კოლეგებს, მაგრამ არ იცის – ვისგან შეიძლება გადასდებოდა ვირუსი.

„დილით გავიღვიძე სიცხით და მაშინვე წავედი ტესტის გასაკეთებლად. ჯერ კარგი პასუხი იყო, მაგრამ შემდეგ თქვეს, რომ რაღაც იწვევდა ეჭვს და ტესტის განმეორებით გაკეთება შემომთავაზეს. დღეს დილით მოვიდნენ და (ტესტი) გააკეთეს. ვფიქრობ, დადებითია. იტყვიან, სად გადამიყვანენ. მგონი ვიკასაც (მეუღლე). სად შეიძლებოდა გადამდებოდა, არ ვიცი. ორშაბათს, სამშაბათსა და ოთხშაბათს პარლამენტში ვიყავი, გუშინწინ არ ვყოფილვარ“, – აღნიშნა გოგიჩაიშვილმა.

ლაბორატორია - Sputnik საქართველო
რესტორან „რესპუბლიკის“ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

დეპუტატის მეუღლეს ვიკა ბუკიას, რომელიც ტელეკომპანია „TV პირველში“ მუშაობს, ასევე დაუდგინდა კორონავირუსი, თუმცა არანაირი სიმპტომი არ აქვს.

„როგორ და სად გადაგვედო, არ ვიცი. მე სიმპტომები არ მაქვს, ლევანს საქმე უფრო ცუდად აქვს“, – განაცხადა ვიკა ბუკიამ.

ლევან გოგიჩაიშვილის ინფიცირების გამო პარტია „ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი“, რომლის პოლიტიკური მდივანიც არის დეპუტატი, წინასაარჩევნო კამპანიაში პაუზას იღებს.

როგორც პარტიის განცხადებაშია ნათქვამი, ყველა, ვისაც 6 სექტემბრის შემდეგ კონტაქტი ჰქონდა ლევან გოგიჩაიშვილთან, გადაყვანილია თვითიზოლაციაში და ტესტირება უტარდება.

ანალოგიური ზომებია მიღებული საქართველოს პარლამენტში. უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში აცხადებენ, რომ ყველა პირი, რომელსაც 5 სექტემბრის შემდეგ ლევან გოგიჩაიშვილთან ჰქონდა კონტაქტი, გადადის თვითიზოლაციაში და ყველას ჩაუტარდება ტესტირება კორონავირუსზე.

ყველა ახალი ამბავი
0