23:55 22 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8050
  • 100 RUB4.2349
  • USD3.2295
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (1771)
79 0 0

ქართველმა ეპიდემიოლოგებმა ბოლო თვეებში ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარება გააანალიზეს და დაადგინეს, რომ ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ამჟამად აჭარაშია – 47,8 100 ათას მოსახლეზე.

თბილისი, 9 სექტემბერი – Sputnik. ბოლო ორ კვირაში საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები იზრდება და, ბოლო მონაცემებით, 100 ათას მოსახლეზე უკვე 9 ინფიცირებული მოდის, განაცხადა ბრიფინგზე დაავადება კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

შეზღუდვები ბრუნდება: თეატრების, კინოთეატრების, ბავშვთა გასართობი ცენტრების გახსნა გადაიდო>>

სპეციალისტებმა ბოლო თვეების დაავადების მაჩვენებლები გააანალიზეს, კერძოდ, ინფიცირებულების რაოდენობა 100 ათას მოსახლეზე. ივლისის დასაწყისში ეს მაჩვენებელი 100 ათას მოსახლეზე 0,7 იყო, აგვისტოში – 1,2, ხოლო სექტემბრის პირველ კვირაში – 5,3.

ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აჭარაში დაფიქსირდა – 100 ათას მოსახლეზე – 47,8.

„25-დან (აჭარაში) შვიდი არის „ხოფის კლასტერი“ – ორი თანამშრომელი და ხუთი ოჯახის წევრი, სამი იუსტიციის სახლის შემთხვევა გვაქვს თავისი ოჯახის წევრებით, ერთი სამშობიარო სახლის ექთანი, ერთი გარემოს დაცვის თანამშრომელი, ორი „ორბის“ თანამშრომელი, ერთი სასაზღვრო პოლიციის, ერთი კლინიკა „ბრაზერსის“ სანიტარი და დღეს, სამწუხაროდ, ათი გვაქვს ბათუმში ჯერჯერობით დაუდგენელი, უცნობი წყარო“, – განაცხადა გამყრელიძემ.

გურიაში რვა ინფიცირებულია და ყველა ბათუმში „ქორწილის კლასტერს“ უკავშირდება. რუსთავში 15 დადასტურებული შემთხვევაა – კლინიკა „ავერსის“ თანამშრომლები და მათი ოჯახების წევრები.

10 სექტემბრიდან იუბილეეების, ქორწილებისა და  ქელეხების გამართვა იკრძალება>>

გამყრელიძემ ყველას პირბადის ტარებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. როგორც მან აღნიშნა, ვინც ტრანსპორტში ან სხვა დახურულ შენობაში არ ატარებს ნიღაბს, მათ შენიშვნა უნდა მივცეთ.

„ჩვენ მიჩვეული ვართ, რომ ვიღაცამ უნდა გვაკონტროლოს. გვგონია, რომ ვიღაც შოლტით უნდა დაგადგეს. თვითშეგნება უნდა იყოს. კორონავირუსული ინფექცია ორი-სამი თვის შემდეგ არსად გაქრება. არავის ეხალისება, რომ ქორწილი აკრძალო, მაგრამ პანდემიის პერიოდში ყველამ უნდა შევიგნოთ – ერთი წელი მოვითმინოთ. აგვისტოს ბოლოს ბათუმში უზარმაზარი ქორწილიდან გურიაში 8 შემთხვევა გვაქვს, კიდევ რამდენი იქნება, არ ვიცი. გართობა გვიყვარს ქართველებს, მაგრამ ცოტა ხანი მოვითმინოთ“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამჟამად ქვეყნის კოვიდ–ცენტრებში 421 პაციენტი მკურნალობს. მათგან სამის მდგომარეობა კრიტიკულია, ხოლო 17-ის – მძიმე.

კორონავირუსის ახალი შემთხვევები: ინფიცირებულთა შორის სამი მედპერსონალია>>

ამ დროისთვის სულ გამოვლენილია კორონავირუსის 1773 შემთხვევა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე გამოჯანმრთელდა 1325 ადამიანი, გარდაიცვალა 19 პაციენტი.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა.

თემები:
COVID-19 საქართველოში (1771)

მთავარი თემები