03:55 19 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (1734)
612 0 0

„ინფექციურის" მედპერსონალმა კორონავირუსთან ბრძოლაში თავისი შეუფასებელი წვლილით მუშაობის საუკეთესო პირობები დაიმსახურა თავის საკუთარ შენობაში.

თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. უახლოეს მომავალში თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს ახალი თანამედროვე შენობა ექნება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ კლინიკისთვის ახალ შენობაზე 40 მლნ ლარი გამოიყოფა.

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძე, განაცხადა, რომ მთავრობის ამ გადაწყვეტილებით კოლექტივის დიდი ხნის ოცნება ასრულდება. მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, თუ რა მძიმე პირობებში უწევდა მუშაობა, განსაკუთრებით კორონავირუსის პანდემიის პირობებში, კლინიკის მედპერსონალს.

ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორია და თვითონ კლინიკა 2009 წელს გაიყიდა. ის კომპანია „ავერსი-ფარმამ" იყიდა. ამის შემდეგ საავადმყოფოს თანამშრომლებმა არაერთხელ დაიჩივლეს, რომ მათ არა აქვთ შესაბამისი ინფრასტრუქტურა პაციენტების მკურნალობისთვის და არ შეუძლიათ ამორტიზებული შენობის გარემონტება, რადგან ის კერძო მფლობელობაში გადავიდა. ობიექტი იმ პირობით გაიყიდა, რომ ინფექციური საავადმყოფო ახალ შენობაში გადავიდოდა, მაგრამ გავიდა წლები და პირობა პირობად დარჩა.

ВВС: „სამი მუშკეტერი" საქართველოდან>>

ცერცვაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მუშაობა უმძიმეს პირობებში უხდებოდათ, ამორტიზებულ შენობაში, სადაც სახურავიდან წვიმის წყალი ჩამოდიოდა, ინფექციურმა საავადმყოფომ კორონავირუსთან ბრძოლაში და იმ წარმატებაში, რომელსაც საქართველომ ამ მხრივ მიაღწია, უზარმაზარი წვლილი შეიტანა და ამას ახლაც განაგრძობს.

„უპირველეს ყოვლისა, არის მთელი სახელმწიფო ვერტიკალის დამსახურება, რომელმაც იმოქმედა ძალიან დროულად… ადეკვატური და დროული საპასუხო ღონისძიებების შედეგად, მივაღწიეთ იმას, რომ საქართველოში დღეს ჩვენთან არის დაავადების ყველაზე მცირე შემთხვევები ევროპის ქვეყნებს შორის და ყველაზე მცირე რაოდენობის გარდაცვლილი", - განაცხადა ცერცვაძემ.

მან აღნიშნა, რომ ამ საერთო წარმატებაში „მოკრძალებული წვლილი" შეიტანა ინფექციურმა საავადმყოფომაც, რომელმაც პირველმა მიიღო ინფიცირებული პაციენტები და ინფიცირებულების მკურნალობის მთავარი ცენტრი გახდა. ცენტრმა მიიღო კორონავირუსით ინფიცირებულების უდიდესი ნაწილი - 266 პაციენტი, კლინიკის ანგარიშზეა ყველაზე მეტი გამოჯანმრთელებულიც და მხოლოდ ერთი გარდაცვალება.

„ესეც არის ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი. გარდა ამისა, ეს ცენტრი, ჩვენ, პრემიერის დავალებით ვხელმძღვანელობდით, კოორდინაციას ვუწევდით მთელ პროცესს „კოვიდ-19"-ის კლინიკური მართვისას. აი, ასეთ დაწესებულებას არ ჰქონდა საკუთარი ტერიტორია და შენობები. იმყოფებოდა უმძიმეს მდგომარეობაში, ენით აღუწერელ მძიმე პირობებში", - განაცხადა ცერცვაძემ.

ინფექციური საავადმყოფოს კოლექტივი ათ წელზე მეტი იბრძოდა ნორმალურ პირობებში მუშაობის უფლებისთვის, დაპირებული ახალი შენობის მისაღებად. და აი, გადაწყვეტილება მიღებულია - ფული გამოიყო, მაგრამ იგეგმება ახალი შენობის აშენება თუ უკვე არსებულის გადაიარაღება, ჯერ გადაწყვეტილი არ არის.

თემები:
COVID-19 საქართველოში (1734)

მთავარი თემები