ВВС: „სამი მუშკეტერი" საქართველოდან

© Courtesy of Z.Sulakauriამირან გამყრელიძე, პაატა იმნაძე, თენგიზ ცერცვაძე
ამირან გამყრელიძე, პაატა იმნაძე, თენგიზ ცერცვაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ВВС-ს პუბლიკაციის მთავარი გმირები არიან ამირან გამყრელიძე, პაატა იმნაძე და თენგიზ ცერცვაძე – ადამიანები, რომლებმაც თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში გარკვეული ადგილი შეუმჩნევლად დაიკავეს.

თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია ВВС ქართველი ეპიდემიოლოგების შესახებ სტატიას აქვეყნებს სათაურით „როგორ დაეხმარა „სამი მუშკეტერი" საქართველოს ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში".

კორონავირუსი და სიცხე: რას უფრთხიან და რას გვირჩევენ ეპიდემიოლოგები>>

ВВС-ს სტატიას დართული აქვს ფოტო, რომელზეც გამოსახული არიან დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე, მისი მოადგილე პაატა იმნაძე და თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე.

საქართველოს მეცნიერებათა აკადემია - Sputnik საქართველო
კორონავირუსს ქართველი მეცნიერებიც შეისწავლიან: ვისით დაკომპლექტდა ჯგუფი

სტატიაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირმა საქართველო ევროკავშირის არაწევრი 15 ქვეყნის ნუსხაში შეიყვანა, რომლებისთვისაც ის თავის საზღვრებს ხსნის 1 ივლისიდან. ეს ერთადერთი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკაა, რომელმაც ეს სტატუსი მიიღო, წერს სტატიის ავტორი.

პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ მეცნიერ-ეპიდემიოლოგების გამყრელიძის, იმნაძისა და ცერცვაძის ჯგუფს საქართველოში „სამ მუშკეტერს" უწოდებენ. მათ პანდემიაზე წარმატებული რეაქციის გამო აქებენ. სტატიაში აღნიშნულია, რომ კორონავირუსთან ბრძოლაში წარმატებას საქართველომ მთავრობის სწრაფი რეაგირების წყალობით მიაღწია. პირველი შემთხვევა დაფიქსირდა თებერვალში, ხოლო მარტის შუა რიცხვებში უკვე დაიხურა ყველა სკოლა, უნივერსიტეტი, მეორეხარისხოვანი საწარმო, გაჩერდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი. 21 მარტს საგანგებო მდგომარეობის შემოღების შემდეგ დიდი შეკრებები და ქალაქში გადაადგილება აიკრძალა. ქვეყანაში დაწესდა კომენდანტის საათი, ნათქვამია სტატიაში.

საქართველოში უდიდესი რელიგიური დღესასწაულის – აღდგომის დღეს ხელისუფლებამ აკრძალა ტრანსპორტით გადაადგილება და დაკეტა სასაფლაოები.

თენგიზ ცერცვაძე - Sputnik საქართველო
თენგიზ ცერცვაძე: საქართველო საზღვრების გახსნას თუ გაუძლებს, ეს იქნება...

დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა საინფორმაციო კამპანია დაიწყო. ქართული საზოგადოება კი მხარს უჭერდა ხელისუფლების პანდემიასთან ბრძოლისკენ მიმართულ ძალისხმევას.

სტატიაში ნახსენებია ასევე თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფიგურა პანდემიის პერიოდში.

პუბლიკაციაში მაგალითებად მოყვანილია მეზობელ სომხეთსა და აზერბაიჯანში არსებული ვითარება, სადაც დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების ასობით შემთხვევები ვლინდება.

იმნაძე: კორონავირუსთან ერთად ცხოვრება კიდევ ერთი წელი მოგვიწევს>>

ბოლო დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისათვის ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 953-ს აღწევს, აქედან განიკურნა 830, გარდაიცვალა 15 ადამიანი.

კარანტინში იმყოფება 3 828 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ 192 პაციენტია.

ყველა ახალი ამბავი
0