11:55 25 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8137
  • 100 RUB4.2174
  • USD3.2202
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (2181)
328 0 0

კორონავირუსი არსად წასულა და, როგორც აღმოჩნდა, მას სიცხეც მშვენივრად „გადააქვს“, ამიტომ პაატა იმნაძე საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

თბილისი, 8 ივნისი – Sputnik. კლიმატის იმედზე ნუ ვიქნებით, მხოლოდ უსაფრთხოების წესების დაცვის იმედზე უნდა ვიყოთ, განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე. 

იმნაძემ მაგალითად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნები მოიყვანა, სადაც, მიუხედავად ზაფხულის სეზონისა, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მძიმეა.

„მოდით, ასე ვთქვათ, ჩვენს მეზობელ ქვეყნებშიც ზაფხულია და ცხელა. მიუხედავად ამისა, ხედავთ, რა ხდება. აქედან გამომდინარე, კლიმატის იმედზე ძალიან ნუ ვიქნებით, უფრო ვიყოთ იმ წესების დაცვის იმედზე, რამაც დღევანდელ დღემდე მოგვიყვანა“, – აღნიშნა პაატა იმნაძემ.

მისი თქმით, საქართველოში ბოლო პერიოდში კორონავირუსის გამოვლენილი შემთხვევების მცირე რაოდენობა დამშვიდების საფუძველს არ იძლევა. იმნაძემ საზოგადოებას სიფრთხილისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

რაც შეეხება ტურიზმის განახლებას, იმნაძის თქმით, ყველაფერი მაქსიმალურად გაკონტროლდება.

„ტუ­რის­ტი უნდა ჩა­მო­დი­ო­დეს და არ ეში­ნო­დეს სად მო­დის, ჩვენ კი არ უნდა გვე­ში­ნო­დეს სა­ი­და­ნაც იგი ჩამო­დის“, - გა­ნა­ცხა­და იმ­ნა­ძემ.

მან არ გამორიცხა, რომ 1 ივლისამდე, როცა საქართველო უცხოელ ტურისტებს საზღვრებს გაუხსნის, რაღაც შეიძლება შეიცვალოს.

თანამემამულეებს იმნაძემ კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ ამ პერიოდშიც კი, როდესაც კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები შემცირდა, პირბადის ტარების წესების მაქსიმალური დაცვა აუცილებელია. 

„თუ პირბადეს ატარებს ავადმყოფი, ეს ვირუსის გადადების რისკს ძალიან ამცირებს, თუ პირბადეს ატარებს ჯანმრთელი, ეს ასევე ამცირებს გადადების რისკს, მაგრამ თუ პირბადე ორივეს უკეთია, ამას პრაქტიკულად ნულამდე დაჰყავს რისკი. ამიტომ მოთხოვნა რჩება ასეთი – პირბადე უნდა ატაროს ყველამ“, – განაცხადა იმნაძემ.

კორონავირუსი არსად წასულა, აღნიშნა იმნაძემ და მოსახლეობას ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდა.

ამ დროისთვის საქართველოს კლინიკებში კორონავირუსის დიაგნოზით 114 პაციენტი კურნალობს.

StopCov-ის განახლებული მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 810-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 683 ადამიანი, გარდაიცვალა 13. კარანტინში იმყოფება 2 915 ადამიანი, სტაციონარებში – 237. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოს სამი მოქალაქეა გადმოყვანილი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

თემები:
COVID-19 საქართველოში (2181)

მთავარი თემები