მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

შეიქმნა ნიღბები საცურაო აუზებისთვის: პატარა კომპანია შეკვეთებს ვეღარ აუდის

© photo: Sputnik / Anton Denisovსაცურაო აუზში
საცურაო აუზში - Sputnik საქართველო
გამოწერა
დამცავი ნიღბები მსუბუქი და გამჭვირვალე მასალისგან ერთმა პატარა კომპანიამ დაამზადა, რომელიც ახლა შეკვეთებს ვეღარ აუდის.

თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. იაპონიაში შეიქმნა ანტიკორონავირუსული ნიღბები ცურვისთვის, რომლებიც ძალიან პოპულარული გახდა მას შემდეგ, რაც ქვეყანაში 1 ივნისს საცურაო აუზები გაიხსნა, იუწყება ადგილობრივი გაზეთი „ასაჰი“.

​მანამდე სპეციალისტებმა გააკეთეს დასკვნა, რომ წყალში ქლორის მაღალი კონცენტრაციისას ინფიცირების რისკი მინიმალურია და ამიტომ აუზების გახსნა დასაშვებად მიიჩნიეს. თუმცა გარკვეული პრობლემა მაინც რჩებოდა, განსაკუთრებით, სპეციალიზებული სკოლებისა და საბავშვო აუზებისთვის. საქმე ისაა, რომ მწვრთნელებს ხშირად უწევთ ბავშვებისთვის მითითებების ხმამაღლა მიცემა და ასევე ახლოს მისვლა წყალში სხეულის მდგომარეობის შესასწორებლად. იმისათვის, რომ უშუალო კონტაქტისას ინფიცირების საფრთხე გამორიცხულიყო, საჭირო გახდა ისეთი დამცავი ნიღბის დამზადება, რომელიც არ დასველდებოდა და სახეზეც კარგად დამაგრდებოდა, რათა წყალში არ მომძვრალიყო. 

ოჯახი - Sputnik საქართველო
ზღვაზე, აუზსა თუ პლაჟზე: კორონავირუსით ინფიცირების რისკები ესპანურ კვლევაში

ასეთი ნიღბები ტოკიოში ერთ-ერთმა პატარა კომპანიამ დაამზადა მსუბუქი, გამჭვირვალე მასალისგან. ნიღაბი ფარავს სახის ქვედა ნაწილს, არ ძვრება სახიდან და მისი გამოყენება შესაძლებელია ცურვის დროსაც.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდაპირველად ნიღბებს ხელით ამზადებდნენ. ერთი კომპლექტის (10 ცალი) ფასი 29 ათას იენს (დაახლოებით 260 აშშ დოლარი) აღწევდა.

თუმცა მას შემდეგ, რაც მაისის შუა რიცხვებში საცურაო კლუბების ასოციაციამ ნიღბების ეფექტურობა ოფიციალურად აღიარა, კომპანიამ მთელი იაპონიიდან 700 კომპანიისგან მიიღო 16 ათასი შეკვეთა. მიუხედავად იმისა, რომ ივნისში წარმოება გაფართოვდა და კომპანია ახლა თვეში 10 ათას ნიღაბს ამზადებს, დამკვეთებს მაინც უწევთ ერთთვიანი ლოდინი.

ყველა ახალი ამბავი
0