Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ზღვაზე, აუზსა თუ პლაჟზე: კორონავირუსით ინფიცირების რისკები ესპანურ კვლევაში

© Pixabay / 3422763ოჯახი
ოჯახი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ესპანელმა მკვლევარებმა გააანალიზეს დღეისათვის არსებული სამეცნიერო ლიტერატურა კორონავირუსის შესახებ და დაასკვნეს, არსებობს თუ არა ინფიცირების რისკი ზღვისა თუ აუზის წყალში და ასევე პლაჟებზე

თბილისი, 9 მაისი — Sputnik. ესპანეთის სამეცნიერო კვლევათა უმაღლესი საბჭოს (CSIC) სწავლულებმა გაარკვიეს, შესაძლებელია თუ არა კორონავირუს SARS-CoV-2–ით ინფიცირება ზღვაში თუ აუზებში ბანაობისას, პლაჟზე ყოფნისას ან სპა–სალონებში  ვიზიტისას. 

კორნავირუსი - Sputnik საქართველო
ინფიცირების კიდევ ერთი გზა: მეცნიერი ვირუსის დავიწყებულ თვისებას ასახელებს

ესპანელი მეცნიერების კვლევა, რომელიც დღეისათვის არსებულ სამეცნიერო ლიტერატურას ეფუძნება, ორგანიზაციის საიტზეა გამოქვეყნებული.

ესპანელი სწავლულების თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ აუზებსა და სპა–ცენტრებში ხშირად გამოიყენება სადეზინფექციო საშუალებები, კორონავირუსით ინფიცირების რისკი მინიმალურია.

ამასთან აღინიშნება, რომ ვირუსი ასევე ვერ იქნება გადამდები საუნებსა და ორთქლის აბანოებში, ვინაიდან SARS-CoV-2–ს მაღალ ტემპერატურაზე (> 60 ° C) სიცოცხლის უნარი უქვეითდება.

კორონავირუსის ეპიდემია  - Sputnik საქართველო
დადგინდა, რომელი პრეპარატი შეაჩერებს COVID-19-ით კაცების სიკვდილს

რაც შეეხება ზღვის წყალს, მიუხედავად იმისა, რომ დღეისათვის არ არსებობს მონაცემები მასში SARS-CoV-2–ის მედეგობის შესახებ, მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ მასში შემავალი მარილი და განზავების ეფექტი ხელს შეუწყობს ვირუსული დატვირთვის შემცირებას და მის დეაქტივაციას.

ესპანელი მკვლევარები ხაზს უსვამენ, რომ ვირუს SARS-CoV-2–ის სიცოცხლისუნარიანობა მტკნარი ტბებისა და მდინარეების წყალში უფრო მაღალია, ვიდრე საცურაო აუზებსა და ზოგადად მარილიან წყალში.

კორონავირუსი ფსიქიკურ გართულებებს იწვევს: სამეცნიერო კვლევა>>

სწავლულები აღნიშნავენ, რომ შფოთვას იწვევს ზღვებისა თუ მდინარეების ქვიშიან პლაჟებში ვირუსის არსებობის რისკები, ვინაიდან ამ კუთხით ექსპერიმენტული კვლევები ჯერჯერობით არ არის ჩატარებული. თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ ზღვის მარილიანი წყალი, მზის ულტრაიისფერი გამოსხივება და მაღალი ტემპერატურა ხელს უნდა უწყობდეს ქვიშაში პათოგენების დეაქტივაციას.

ყველა ახალი ამბავი
0