თბილისი, 8 მაისი — Sputnik. კორონავირუსი შესაძლოა მოხვდეს თმაზე და იქ რამდენიმე დღის განმავლობაში დარჩეს, აცხადებს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ვირუსოლოგი ანატოლი ალტშტეინი.
ექსპერტის თქმით, თმის ვირუსით დაბინძურების საფრთხე ბევრს ავიწყდება და ამიტომ თავდაცვის შესაბამის ზომებს არ იღებს.
ვირუსოლოგი ამბობს, რომ პოტენციური ინფიცირების თავიდან აცილება თავსაბურავით შეიძლება, რომელსაც ადამიანი შინ დაბრუნებისას მოიხდის.
„[ვირუსი] შეიძლება მოხვდეს თმაზე, შეუძლია იქ ორი-სამი დღის განმავლობაში გაჩერდეს... ამიტომ რეკომენდებულია თავსაბურავების ტარება. ვირუსი თმაზე ჩერდება, ქუდს კი იხდით, როცა შინ ბრუნდებით“, — განმარტა მედიკოსმა.
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, ვირუსის აფეთქების მომენტიდან დღემდე მსოფლიოში COVID-19-ით დაავადება დაუდასტურდა 3 847 102 ადამიანს. აქედან გარდაიცვალა 269 594 და განიკურნა 1 285 964 კაცი.