ტიკარაძე: ინფექციური საავადმყოფოს პრობლემა აუცილებლად გადაწყდება

© photo: Sputnikინფექციური საავადმყოფო
ინფექციური საავადმყოფო - Sputnik საქართველო
გამოწერა
კლინიკა, რომელიც კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს, შენობასთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარებას ითხოვს.

თბილისი, 15 მაისი  — Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ ინფექციური საავადმყოფოს ახალ შენობასთან დაკავშირებული პრობლემა აუცილებლად გადაიჭრება. 

ინფექციური საავადმყოფო - Sputnik საქართველო
თენგიზ ცერცვაძე ინფექციური საავადმყოფოს შესახებ: ეს არ არის ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო

ტერიტორია, რომელზეც კლინიკა მდებარეობს, 2009 წელში გაიყიდა. იგი კომპანია „ავერსი–ფარმამ“ შეიძინა. ამის შემდეგ ცენტრის თანამშრომლებმა არაერთხელ გამოხატეს უკმაყოფილება იმასთან დაკავშირებით, რომ მათ პაციენტების მომსახურებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ აქვთ და შენობის გარემონტება არ შეუძლიათ, რადგან იგი კერძო საკუთრებაშია გადაცემული. ობიექტი იმ პირობით გაიყიდა, რომ ინფექციური საავადმყოფო ახალ ტერიტორიას და შენობას მიიღებდა, მაგრამ წლები გავიდა, პირობა კი პირობად დარჩა – ცენტრი ძველ ადგილზე მწირი უფლებებით ფუნქციონირებს.

„საზოგადოებისთვის სახელმწიფო ჰოსპიტლებისადმი ჩემი დამოკიდებულება ცნობილია. აქედან გამომდინარე, ინფექციური საავადმყოფოს საკითხი აუცილებლად გადაიჭრება, ამის შესახებ საზოგადოება მოგვიანებით გაიგებს“, – განაცხადა ტიკარაძემ.

მისი სიტყვებით, ახლო მომავალში იგი და ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ამ საკითხთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ. 

ინფექციური საავადმყოფო - Sputnik საქართველო
რა გველის? – ინფექციონისტების გუნდი საკუთარი ბედის გარკვევას ცდილობს

ამ დღეებში თბილისის ინფექციურმა საავადმყოფომ მორიგი განცხადება გააკეთა, რომელშიც შეშფოთება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ კლინიკისთვის უკვე მეათე წელია ახალი ადგილის ძიება მიმდინარეობს, თუმცა ამ დრომდე გარკვეული არაა ახალი შენობა აშენდება თუ უკვე არსებული შენობებიდან შეირჩევა რომელიმე.

ინფექციური საავადმყოფოს კოლექტივი საპროტესტო აქციებს პერიოდულად მართავს. ბოლოს ისინი 2019 წელს კომპანია „ავერსის“ მხრიდან ტერიტორიაზე ერთ-ერთი შენობის დემონტაჟის წინააღმდეგ გამოვიდნენ.

ამ დროისთვის თბილისის ინფექციური საავადმყოფო საყოველთაო ყურადღების ცენტრშია – მან პირველმა დაიწყო კორონავირუსის დიაგნოზით პაციენტების მიღება და ინფიცირებულთა მკურნალობის კუთხით ერთ-ერთი მოწინავეა.

ყველა ახალი ამბავი
0