მთავრობის ჟესტი: თბილისის ინფექციური საავადმყოფოს შენობისთვის 40 მლნ ლარი გამოიყოფა

© Sputnik / Alex Shlamovთბილისის ინფექციური საავადმყოფო
თბილისის ინფექციური საავადმყოფო - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრობლემა, რომელიც 10 წელზე მეტია ინფექციური საავადმყოფოს კოლექტივს აწუხებდა, საბოლოოდ მოგვარდება – კლინიკა ახალ შენობაში დაიდებს ბინას.

თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. საქართველოს მთავრობა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ახალი შენობისთვის 40 მლნ ლარს გამოყოფს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე. 

თბილისის ინფექციური საავადმყოფო - Sputnik საქართველო
თავსხმა წვიმამ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ერთ-ერთი შენობა დატბორა

ტერიტორია, რომელზეც კლინიკა მდებარეობს, 2009 წელს გაიყიდა. ის კომპანია „ავერსი-ფარმამ“ შეიძინა. ამის შემდეგ ცენტრის თანამშრომლებს არაერთხელ დაუჩივლიათ, რომ პაციენტების სამკურნალოდ სათანადო ინფრასტრუქტურა არ გააჩნიათ და ვერც შენობას არემონტებენ, ვინაიდან ის კერძო მფლობელობაშია. ობიექტი იმ პირობით გაიყიდა, რომ ინფექციური საავადმყოფო ახალ ფართსა და შენობას მიიღებდა, მაგრამ მას შემდეგ წლები გავიდა, დაპირება კი დაპირებად დარჩა – ცენტრი იძულებულია ძველ ადგილზე უუფლებოდ დარჩეს.

გახარიამ აღნიშნა, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ინფექციურ საავადმყოფოს თანამედროვე შენობა ჰქონდეს.

„თბილისის ინფექციური კლინიკა უკვე წლებია ამორტიზებულ შენობაში ფუნქციონირებს. ჩვენ ამ საკითხს ჯანდაცვის სამინისტროსთან აქტიურად ვიხილავდით, ვცდილობდით გვეპოვა სწრაფი გამოსავალი. 

ინფექციური საავადმყოფო - Sputnik საქართველო
ტიკარაძე: ინფექციური საავადმყოფოს პრობლემა აუცილებლად გადაწყდება

ის კლინიკური ჯგუფი, რომელსაც თენგიზ ცერცვაძე ხელმძღვანელობს, იყო ეფექტური და კლინიკურ მდგომარებას მართავდა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ზოგიერთ შემთხვევაში კონსულტაციას უწევდა ჩვენს პარტნიორებს“, – განაცხადა გახარიამ.

კორონავირუსის გავრცელების რისკებიდან გამომდინარე, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში არსებობდეს თანამედროვე, გამართული ინფექციური კლინიკა და ეს 40 მილიონი ლარი მოხმარდება ან ახალი შენობის მშენებლობას ან შეძენას, აღნიშნა პრემიერმა.

„ჩვენ ეს პრობლემა უახლოეს დროში უნდა გადავჭრათ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ინფექციური საავადმყოფოს კოლექტივი საპროტესტო აქციებს პერიოდულად მართავს. ბოლოს ისინი 2019 წლის ნოემბერში „ავერსის“ მიერ ტერიტორიაზე ერთ-ერთი შენობის დემონტაჟის წინააღმდეგ გამოვიდნენ.

ამჟამად ინფექციური საავადმყოფო საყოველთაო ყურადღების ცენტრშია – სწორედ მან დაიწყო კორონავირუსით ინფიცირებულთა მიღება და დღემდე ქვეყანაში COVID-19-ის მკურნალობის ფლაგმანია.

ყველა ახალი ამბავი
0