04:37 30 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8415
  • 100 RUB4.1711
  • USD3.2878
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (2135)
6424 0 0

ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი ირმა ჭკადუა აცხადებს, რომ ჩოგბურთელის ყოფილი მეუღლის განცხადებები სიმართლეს არ შეესაბამება.

თბილისი, 25 მაისი – Sputnik. ცნობილი ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი ირმა ჭკადუა აცხადებს, რომ ნეკა დოროყაშვილის განცხადება, თითქოს მისი მამამთილი ნოდარ ბასილაშვილი მას და მის მცირეწლოვან შვილს მოზრდილი საგნით გაეკიდა, სიმართლეს არ შეესაბამება.

როგორც ადვოკატმა ტელეკომპანია „იმედის“ შუადღის გადაცემაში აღნიშნა, სათვალთვალო ვიდეოჩანაწერები ამას ადასტურებს, რაც საქმის მტკიცებულებებში დევს, ასევე არის ერთი გარემოება – ჩოგბურთელის მამას მუხლებზე სერიოზული დაავადება სჭირს და გადაადგილება უჭირს.

„ძალიანაც რომ ნდომოდა, ვერ გამოეკიდებოდა. აქვს მუხლების სერიოზული პრობლემა და გადაადგილება უჭირს. ეს არის ოჯახის დიდი ტრაგედია. მთელი ოჯახი განადგურებულია“, – განაცხადა ირმა ჭკადუამ.

რაც შეეხება ჩოგბურთელის მხრიდან ყოფილ ცოლზე ფიზიკურ ძალადობას, ადვოკატის ინფორმაციით, ამას არც სათვალთვალო კამერების ჩანაწერები და არც შემთხვევის შემსწრე მეზობლები არ ადასტურებენ.

  • „იყო მოლოდინში, რომ პროვოკაციას მოუწყობდნენ, ამის მტკიცებულებები გვაქვს და თუ იძულებულები გავხდებით ეს მივაწოდოთ საზოგადოებას, ასეც ვიზამთ“, – აღნიშნა ადვოკატმა.

მისი თქმით, ნიკოლოზი ძალიან მშვიდი ადამიანია, ხოლო სპორტში გარკვეული აგრესიაა საჭირო, რის გამოც მსოფლიოში ოთხი ფსიქოლოგი მუშაობს, რათა ის უფრო აგრესიული იყოს თამაშისას, ამიტომ შეუძლებელია იმაზე საუბარი, რომ ის ვინმეზე იძალადებდა, მით უმეტეს, საკუთარი შვილის დედაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილი მეუღლის მიმართ ძალადობაში ბრალდებულ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს აღკვეთის ღონისძიებად გირაო 24 მაისს შეუფარდა.

ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი 22 მაისს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, 21 მაისს თბილისში, ავჭალის დასახლებაში ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

„ბასილაშვილი ცოლზე ძალადობდა და ცოლი სანაცვლოდ თვეში 100 000 ლარს იღებდა“ - ახალი დეტალები>>

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ნომერ პირველი ჩოგანი მას შემდეგ დააკავეს, რაც ბასილაშვილი და მისი მამა ჩოგბურთელის ყოფილ ცოლს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამ ფაქტს შეესწრო მათი არასრულწლოვანი შვილიც.

ცნობილი ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი მეუღლე ნეკა დოროყაშვილი ერთმანეთს დაახლოებით ერთი წლის წინ დაშორდნენ, თუმცა ამაზე ოფიციალურად არც ერთს არ უსაუბრია.

„მერე არ შეგვრცხვეს რომ ადამიანი ნაადრევად შევიძულეთ“ - ნუკი კოშკელიშვილი ბასილაშვილზე>>

წყვილი ქორწინებაში 2013 წლიდან იმყოფებოდა, მათ 2015 წელს ვაჟი შეეძინათ.

ოჯახური ძალადობა – საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დანაშაულია. კერძოდ, 2019 წელს ოჯახური ძალადობის ბრალდებით სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრა 4,6 ათას ადამიანს, რომელთა უმეტესობა დაკავებულია. სულ 2019 წელს გამოძიება დაიწყო ოჯახური ძალადობის 6 ათას ფაქტზე, მაშინ, როცა 2018 წელს ეს მაჩვენებელი 5,6 ათასი იყო.

თემები:
სელებრითების ცხოვრება (2135)

მთავარი თემები