Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ნაჯახით გამოგვეკიდა მე და ჩემს შვილს...“- ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის აღიარება

© Photo: Neka Dorokashvili / FBნეკა დოროყაშვილი
ნეკა დოროყაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილმა ცოლმა ნეკა დოროყაშვილმა კონფლიქტის შესახებ პირველი ინტერვიუ მისცა, სადაც შემთხვევის დღეს იხსენებს

თბილისი, 24 მაისი – Sputnik. ცნობილი ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილმა მეუღლემ ნეკა დოროყაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო გამოშვებაში სატელეფონო ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ კონფლიქტში, რა დროსაც ბასილაშვილმა შეურაცხყოფა მიაყენა, ყოფილი მამამთილიც ჩაერია.

ნეკა დოროყაშვილი - Sputnik საქართველო
„ბასილაშვილი ცოლზე ძალადობდა და ცოლი სანაცვლოდ თვეში 100 000 ლარს იღებდა“ - ახალი დეტალები

ნეკა დოროყაშვილის თქმით, მას ყოფილი მამამთილი მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით რაღაც საგნით გამოეკიდა, რომელიც სავარაუდოდ ნაჯახი იყო.

„ჩემს დანახვაზე, როცა მივაკითხე ჩემს შვილს, არ ვიცი რა მოუვიდა, მთვრალი იყო თუ რა სჭირდა არ ვიცი, გამოგვეკიდა მე და ჩემს შვილს რაღაცა იარაღით. თვითონ იძახის, რომ ეს იყო გიტარა, თუ რაღაც. მე ვერ ვადასტურებ რა იყო, იმიტომ, რომ რაღაც დიდი ტარი ჰქონდა, მე მგონი იყო ნაჯახი. მე არც მახსოვს ეს დეტალები, ბავშვი მეჭირა ხელში და გამოვიქეცი“, – აღნიშნა ნეკა დოროყაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილი მეუღლის მიმართ ძალადობაში ბრალდებულ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეუფარდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი ნეკა დოროყაშვილი - Sputnik საქართველო
ვინ არის ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე, რომელიც მას ძალადობაში ადანაშაულებს - ფოტოები

ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი 22 მაისს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, 21 მაისს თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ნომერ პირველი ჩოგანი მას შემდეგ დააკავეს, რაც ბასილაშვილი და მისი მამა, ჩოგბურთელის ყოფილ ცოლს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამ ფაქტს შეესწრო მათი არასრულწლოვანი შვილიც.

ცნობილი ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი მეუღლე ნეკა დოროყაშვილი ერთმანეთს დაახლოებით ერთი წლის წინ დაშორდნენ, თუმცა ამაზე ოფიციალურად არც ერთს არ უსაუბრია.

წყვილი ქორწინებაში 2013 წლიდან იმყოფებოდა, მათ 2015 წლის 4 მაისს ვაჟი შეეძინათ.

ნიკოლოზ ბასილაშვილს ყოფილი ცოლის ცემაში ადანაშაულებენ >>

ოჯახური ძალადობა – საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დანაშაულია. კერძოდ, 2019 წელს ოჯახური ძალადობის ბრალდებით სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრა 4,6 ათას ადამიანს, რომელთა უმეტესობა დაკავებულია. სულ 2019 წელს გამოძიება დაიწყო ოჯახური ძალადობის 6 ათას ფაქტზე, მაშინ, როცა 2018 წელს ეს მაჩვენებელი 5,6 ათასი იყო.

ყველა ახალი ამბავი
0