19:03 02 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4247
  • 100 RUB4.3017
  • USD3.0567
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (1876)
1118 0 0

ნუკი კოშკელიშვილი სოციალურ ქსელში ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის მიერ მის ცოლზე განხორციელებულ სავარაუდო ძალადობას ეხმაურება

თბილისი, 23 მაისი - Sputnik. მოდელი და ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი ცნობილი ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის დაკავებას „ინსტაგრამის“ პირად გვერდზე ეხმაურება და წერს, რომ ძალადობა დასაგომიბია, თუმცა ნაადრევი დასკვნებისგან და სპორტსმენის დადანაშაულებისგან უმჯობესია ყველამ თავი შეიკავოს გამოძიების დასრულებამდე.

View this post on Instagram

წაიკითხეთ ნიკოლოზ ბასილაშვილზე? 🎾 მძულს ძალადობა, განსაკუთრებით ქალებზე და ბავშვებზე. ... არა არც კაცებზე ვამართლებ:))) მე სხვათაშორის მგონია რომ ძალადობა შეიძლება სულაც არ იყოს ფიზიკური და იყოს მორალური, რაც საქართველოში კიდევ უფრო ხშირია ოჯახებში. ქმარი ცოლს რომ უკრძალავს რაღაცეებს და მაქსიმალურად ჩაგრავს და უგდებს თვით შეფასებას. აი არც კი ვიცი რა ჯობია გცემდნენ და შეგეძლოს უპასუხო ან უჩივლო თუ მორალური წნეხის ქვეშ იყო და იმდენად დაგაბეჩავონ რომ დაიჯერო ამას იმსახურებ. თან ეს მორალური მოძალადეები ოსტატები არიან, ისე გჩაგრავენ რომ ბოლოს შენ იხდი ბოდიშს, გაჯერებენ თავის სიმართლეს... ამ თემის გავრცობა დიდხანს შეიძლება... დავუბრუნდეთ ბასილაშვილს.. ყველამ, ვინც ტაშს უკრავდა მის სპორტულ წარმატებებს გალანძღა. მგონია რომ ა) სასამართლომდე, ვიდრე მისი ბრალდება დამტკიცებულია, ნაადრევი გალანძღვა მგონი უსამართლოა. და ბ) კარგი პროფესიონალი და ნიჭიერი ადამიანი, აპრიორი კარგ ადამიანს ნიშნავს??? რატომ ველოდებით მუდამ რომ თუ კარგი მსახიობი, მოჭიდავე, მხატვარი, პიანისტია, ის აუცილებლად კეთილი, სინდისიერი და მოსიყვარულეა?? თქვენ კი არაფერს გეუბნებით, მეც ასე ვარ. რომ გავიგებ ვიღაცაზე ვისი შემოქმედებაც მომწონს რომ ბოროტება ჩაიდინა, ისე მიკვირს, ისე გეგონება ეს შეუძლებლად მიმაჩნდა... ვნახოთ რას გადაწყვეტს სასამართლო, მერე არ გაგვიკივირდეს და არ შეგვრცვეს რომ ადამიანი ნაადრევად შევიძულეთ.... #არაძალადობას

A post shared by Nuki Koshkelishvili (@nuki.koshkelishvili_official) on

მისი თქმით, წარმატებული კარიერა კარგ ადამიანობას არ უდრის და ისიც შეიძლება მოხდეს, რომ შესაძლებელია სასამართლომ სპორტსმენი გაამართლოს და შემდეგ ყველას შერცხვეს ნაადრევად მისი გაკიცხვის გამო.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილი მეუღლის მიმართ ძალადობაში ბრალდებულ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეუფარდა.

ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი 22 მაისს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, 21 მაისს თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ნომერ პირველი ჩოგანი მას შემდეგ დააკავეს, რაც ბასილაშვილი და მისი მამა ჩოგბურთელის ყოფილ ცოლს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამ ფაქტს შეესწრო მათი არასრულწლოვანი შვილიც. 

ცნობილი ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი მეუღლე ნეკა დოროყაშვილი ერთმანეთს დაახლოებით ერთი წლის წინ დაშორდნენ, თუმცა ამაზე ოფიციალურად არც ერთს არ უსაუბრია.

წყვილი ქორწინებაში 2013 წლიდან იმყოფებოდა, მათ 2015 წლის 4 მაისს ვაჟი შეეძინათ.

ნიკოლოზ ბასილაშვილს ყოფილი ცოლის ცემაში ადანაშაულებენ >>

ოჯახური ძალადობა – საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დანაშაულია. კერძოდ, 2019 წელს ოჯახური ძალადობის ბრალდებით სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრა 4,6 ათას ადამიანს, რომელთა უმეტესობა დაკავებულია. სულ 2019 წელს გამოძიება დაიწყო ოჯახური ძალადობის 6 ათას ფაქტზე, მაშინ, როცა 2018 წელს ეს მაჩვენებელი 5,6 ათასი იყო.

თემები:
სელებრითების ცხოვრება (1876)

მთავარი თემები