18:47 02 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4247
  • 100 RUB4.3017
  • USD3.0567
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (1876)
7663 0 0

სოციალურ ქსელში სკანდალური ინფორმაცია ვრცელდება. ჟურნალისტი წერს, რომ ცნობილი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი მეუღლეზე ფიზიკურად ძალადობდა, ყოფილი ცოლი კი დუმილის სანაცვლოს თანხას ყოველთვიურად იღებდა

თბილისი, 23 მაისი - Sputnik. ჟურნალისტი მაგდა კლდიაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი მეუღლეზე წლების განმავლობაში ძალადობდა, ცოლი კი თანხის სანაცვლოდ ამ დროის განმავლობაში ჩუმად იყო.

მისი თქმით, წყვილი მრავალი წელია დაშორებულია. ნეკას ოფიციალური კონტრაქტი აქვს გაფორმებული ნიკოლოზთან და ის ყოველ თვე 100 000 ლარს იღებს დუმილის სანაცვლოდ. ბავშვს კი მამა მხოლოდ სოცმუშაკის ნებართვით ნახულობდა იშვიათად.

ჟურნალისტი წერს, რომ მისი ინფორმაციით, დოროყაშვილმა მოითხოვა კონტრაქტის პირობების შეცვლა და სამასი ათასი ლარი ყოველთვიურად, რაზეც უარი მიიღო. ნიკოლოზ ბასილაშვილს შვილი ჰყავდა თავისთან სახლში წაყვანილი, სოცმუშაკის დასწრების გარეშე, ზუსტად ერთ საათში მასთან სახლში მივიდა ყოფილი ცოლი და ამის გამო დაიწყო კონფლიქტი.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილი მეუღლის მიმართ ძალადობაში ბრალდებულ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს აღკვეთის ღონისძიების სანაცვლოდ გირაო შეუფარდა.

ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი 22 მაისს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, 21 მაისს თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

ცნობილი ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი მეუღლე ნეკა დოროყაშვილი ერთმანეთს დაახლოებით ერთი წლის წინ დაშორდნენ, თუმცა ამაზე ოფიციალურად არც ერთს არ უსაუბრია.

წყვილი ქორწინებაში 2013 წლიდან იმყოფებოდა, მათ 2015 წლის 4 მაისს ვაჟი შეეძინათ.

ნიკოლოზ ბასილაშვილს ყოფილი ცოლის ცემაში ადანაშაულებენ >>

ოჯახური ძალადობა – საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დანაშაულია. კერძოდ, 2019 წელს ოჯახური ძალადობის ბრალდებით სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრა 4,6 ათას ადამიანს, რომელთა უმეტესობა დაკავებულია. სულ 2019 წელს გამოძიება დაიწყო ოჯახური ძალადობის 6 ათას ფაქტზე, მაშინ, როცა 2018 წელს ეს მაჩვენებელი 5,6 ათასი იყო.

თემები:
სელებრითების ცხოვრება (1876)

მთავარი თემები