თავდაცვის ძალები დედაქალაქსა და ექვს ქალაქში შესასვლელებს აკონტროლებენ

© photo : Irakli Garibashvili / FBსამხედროები მარნეულის ბლოკპოსტზე
სამხედროები მარნეულის ბლოკპოსტზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთი და დასავლეთი სარდლობის ტექნიკა და პირადი შემადგენლობა ქალაქებში გამთენიისას შევიდა.

თბილისი, 31 მარტი – Sputnik. ქვეყანაში საყოველთაო კარანტინის ფარგლებში არსებული შეზღუდვების ფარგლებში თავდაცვის ძალებმა საკონტროლო-გამშვები პუნქტები უკვე მოაწყო, იუწყება პირველი არხი.

რა იკრძალება საყოველთაო კარანტინისა და კომენდანტის საათის დროს – დეტალური ინფორმაცია>>

დღეს, 08:00 საათიდან საქართველოს მასშტაბით საყოველთაო კარანტინის რეჟიმი ამოქმედდა. გადაწყვეტილება ამის შესახებ გუშინ მიიღო საკოორდინაციო საბჭომ პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით.

თბილისის ინფექციური საავადმყოფო - Sputnik საქართველო
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულების რაოდენობა 108-მდე გაიზარდა

საყოველთაო კარანტინის გარდა, 21:00 საათიდან 06:00 საათამდე ასევე ამოქმედდა კომენდანტის საათი, რომელიც ამ პერიოდში გადაადგილების შეზღუდვას ითვალისწინებს.

მანამდე, 21 მარტს ქვეყნის მთავრობამ საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი შემაშფოთებლად იზრდება. მისი თქმით, ქვეყანაში ინფიცირების ისეთი სამი შემთხვევაა დაფიქსირებული, როდესაც ვირუსის გადადების წყაროს დადგენა სპეციალისტებმა ვერ შეძლეს. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში დაიწყო ე.წ. მეოთხეული გადაცემა, რა დროსაც ინფიცირებულმა არ იცის, ვისგან ან სად დაინფიცირდა.

პრემიერი: საგანგებო მდგომარეობა გამკაცრდა – გამოცხადდა კარანტინი და კომენდანტის საათი>>

თავდაცვის ძალებმა საკონტროლო-გამშვები პუნქტები უკვე მოაწყო თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის, ფოთის, ზუგდიდისა და გორის ადმინისტრაციულ საზღვრებთან.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთი და დასავლეთი სარდლობის ტექნიკა და პირადი შემადგენლობა აღნიშნულ ქალაქებში გამთენიისას შევიდა.

პოლიციელები და სამხედროები მარნეულის ბლოკპოსტზე - Sputnik საქართველო
საყოველთაო კარანტინის წესებს პოლიცია აკონტროლებს

თავდაცვის ძალების წარმომადგენლები ქალაქებში მოწყობილ საკონტროლო პუნქტებზე ახორციელებენ პირთა გადაადგილების კონტროლს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის პირველად შემოწმებას, მოქალაქეთა თერმოსკრინინგს, უზრუნველყოფენ საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების შესრულებას.

საკონტროლო პუნქტებთან გაშლილია საველე კარვები, სადაც მოქალაქეებს თავდაცვის ძალების სამედიცინო პერსონალი პირველად სამედიცინო შემოწმებას ჩაუტარებს. ადგილზე მობილიზებული იქნება სპეციალური ტექნიკა, რომელიც ტერიტორიაზე შემავალი და გამომავალი ავტოტრანსპორტის სადეზინფექციო ხსნარით დამუშავებას უზრუნველყოფს.

საგანგებო მდგომარეობა საქართველოში: ბოლო 24 საათში რეჟიმის დარღვევის 131 ფაქტი გამოვლინდა>>

თავდაცვის ძალებთან ერთად კონტროლს ახორციელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობაა 108 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 20, კარანტინში რჩება 5114, ხოლო სტაციონარებში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ 263 პაციენტია.

ყველა ახალი ამბავი
0