საყოველთაო კარანტინის წესებს პოლიცია აკონტროლებს

© photo : Irakli Garibashvili / FBპოლიციელები და სამხედროები მარნეულის ბლოკპოსტზე
პოლიციელები და სამხედროები მარნეულის ბლოკპოსტზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია დაემორჩილოს საკარანტინო და კომენდანტის საათით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

თბილისი, 31 მარტი – Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრო ქვეყანაში საყოველთაო კარანტინის ფარგლებში არსებული შეზღუდვების კონტროლს 24-საათიან, საგანგებო რეჟიმში ახორციელებს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღეს, 08:00 საათიდან საქართველოს მასშტაბით საყოველთაო კარანტინის რეჟიმი ამოქმედდა. გადაწყვეტილება ამის შესახებ გუშინ მიიღო საკოორდინაციო საბჭომ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით.

თბილისის ინფექციური საავადმყოფო - Sputnik საქართველო
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულების რაოდენობა 108-მდე გაიზარდა

საყოველთაო კარანტინის გარდა, 21:00 საათიდან 06:00 საათამდე ასევე ამოქმედდა კომენდანტის საათი, რომელიც ამ პერიოდში გადაადგილების შეზღუდვას ითვალისწინებს.

მანამდე, 21 მარტს ქვეყნის მთავრობამ საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი შემაშფოთებლად იზრდება. მისი თქმით, ქვეყანაში ინფიცირების ისეთი სამი შემთხვევაა დაფიქსირებული, როდესაც ვირუსის გადადების წყაროს დადგენა სპეციალისტებმა ვერ შეძლეს. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში დაიწყო ე.წ. მეოთხეული გადაცემა, რა დროსაც ინფიცირებულმა არ იცის, ვისგან ან სად დაინფიცირდა.

„ჩვენ ვიპოვით კომპრომისს ეკლესიასთან“ - გახარია მოახლოებულ რელიგიურ დღესასწაულზე>>

საყოველთაო კარანტინის დაწესების ფარგლებში, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, პირთა გადაადგილების კონტროლისა და მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის, ზუგდიდის, ფოთის და გორის შესასვლელებში საკონტროლო-გამშვები პუნქტები მოეწყო, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები თავდაცვის ძალებთან ერთად ამ ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებზე პირთა გადაადგილებას და კარანტინის წესების პირობების შესრულებას აკონტროლებენ, ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

მაგიდების დეზინფექცია რესტორანში გახსნის წინ - Sputnik საქართველო
კორონავირუსი საქართველოში: საგანგებო მდგომარეობის შემდეგ შეზღუდვების სრული სია/21 ივლისი

ამასთან ერთად, შსს-ს თანამშრომლები მოსახლეობას დეტალურად აუხსნიან საკარანტინო შეზღუდვებს და საჭიროებისამებრ დაეხმარებიან მათ.

ადგილზე მოხდება მოქალაქეთა პირველადი თერმოსკრინინგი.

„საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

შსს მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 ათასი ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 ათასი ლარით. განმეორებით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს და ითვალისწინებს სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

პენიტენციური დაწესებულებების 780 თანამშრომელი საპატიმროების შენობებში იცხოვრებს>>

ამ დროისათვის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობაა 108 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 20, კარანტინში რჩება 5114, ხოლო სტაციონარებში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ 263 პაციენტია.

კერძოდ, რა იკრძალება კარანტინისა და კომენდანტის საათის დროს – იხილეთ აქ.

ყველა ახალი ამბავი
0