საგანგებო მდგომარეობა საქართველოში: ბოლო 24 საათში რეჟიმის დარღვევის 131 ფაქტი გამოვლინდა

გამოწერა
საგანგებო მდგომარეობის დროს ყველა პირი ვალდებულია დაიცვას წესები და შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიცია მკაცრ ზომებს მიიღებს.

თბილისი, 30 მარტი – Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 131 ფაქტი გამოვლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

კარანტინი მარნეულში - Sputnik საქართველო
საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის გამო 7 პირი დაჯარიმდა

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 ათასი ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 ათასი ლარით. განმეორებით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს და ითვალისწინებს 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

უწყების ცნობით, 104 მოქალაქე დაჯარიმდა საჯარო სივრცეში 10-ზე მეტი პირის შეკრების გამო (შეზღუდვა არ ეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს და საწარმოებს), ხოლო სამი მოქალაქე – თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის.

გარდა ამისა, 6 იურიდიული და 13 ფიზიკური პირი დაჯარიმდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე. მიკროავტობუსით მგზავრების საქალაქთაშორისო გადაყვანის ფაქტზე დაჯარიმდა 5 პირი.

30 მარტის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 98-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 18, კარანტინში იმყოფება 4978 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 266 პაციენტია.

კორინავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს მთავრობამ 21 მარტს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა შემოიღო, ხოლო 23 მარტს მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა ახალი ამბავი
0