02:05 24 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8137
  • 100 RUB4.2174
  • USD3.2202
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
52 0 0

ბინების ნახევარ ფასად ყიდვას სამხედრო მოსამსახურეები შეძლებენ სამხედრო დასახლებაში, რომლის მშენებლობა თბილისში უკვე აპრილში დაიწყება.

თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. ქართველი სამხედრო მოსამსახურეები სამხედრო ქალაქში, რომელსაც მახათას მთაზე ააშენებენ, ბინებს შეღავათიან ფასად იყიდიან, ნათქვამია საქართველოს თავდაცვის უწყების განცხადებაში.

ქართველი სამხედრო მოსამსახურეებისთვის სამხედრო ქალაქი აშენდება>>

თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, უწყება სამხედროებისა და მათი ოჯახებისთვის ცხოვრების ღირსეულ პირობებს შექმნის მრავალწლიანი პროფესიული სამხედრო კარიერისა და ქვეყნის სამსახურის დაფასების მიზნით.

სამხედრო ქალაქის მშენებლობა მიმდინარე წლის აპრილში დაიწყება. ახალი წინადადებით სარგებლობა 1 ათასზე მეტ სამხედროს შეუძლია – გენერლებს, პოლკოვნიკებს, ვიცე-პოლკოვნიკებს, ასევე მაიორებს, რომლებსაც ის დღემდე არ მიუღიათ, და სერჟანტთა კატეგორიას.

პროექტის მიხედვით, სამხედროები საცხოვრებელ ფართებს შეღავათიანი პირობებით შეიძენენ. მათთვის ფინანსური ვალდებულებები მაქსიმალურად შემსუბუქებული იქნება.

კერძოდ, თუ სამხედროებს აქამდე ბინის ღირებულების 60%-ის დაფარვა უწევდათ, ახალი პირობებით 50%-იანი თანამონაწილეობის პრინციპი ამოქმედდება.

თავდაცვის უწყება სამხედრო მოსამსახურეებისთვის ადგილობრივი წარმოების ღორის ხორცს შეისყიდის>>

კერძო კომპანიის ნაცვლად სახლებს თავდაცვის უწყების სამშენებლო კომპანია ააშენებს, რაც ბინების ღირებულებას მნიშვნელოვნად შეამცირებს. გარდა ამისა, სამხედროებს ექნებათ საშუალება, არა საბანკო სესხით, არამედ უპროცენტო შიდა განვადებით ისარგებლონ.

ერთი კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ფართის ღირებულება, სავარაუდოდ, 200 დოლარი იქნება. სამხედროებს ამ თანხის მხოლოდ ნახევრის გადახდა მოუწევთ. უპრეცედენტო შეთავაზებას სამხედრო მოსამსახურეები დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად მიიღებენ.

სამხედრო მოსამსახურეებმა ხელშეკრულებები ე.წ. ამხანაგობაში გასაწევრიანებლად ნოტარიულად უკვე გააფორმეს.

პროექტის პირველი ეტაპი 2021 წელს დასრულდება. შემდეგი ეტაპები დამტკიცებული გრძელვადიანი გეგმის თანახმად განხორციელდება.

სამხედრო მოსამსახურეების საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში 2013 წლიდან 2017 წლის თებერვლის ჩათვლით ბინა სახელმწიფოსგან 1,7 ათასმა სამხედრომ მიიღო.

მთავარი თემები