სამხედრო მოსამსახურეები განახლებული ჯანმრთელობის სადაზღვევო პაკეტით ისარგებლებენ

© photo: Mamuka Bakhtadze / FBქართველი სამხედროები
ქართველი სამხედროები - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამხედრო მოსამსახურეებს შესაძლებლობა ექნებათ  ანაზღაურების გაზრდილი ლიმიტითა და მრავალფეროვანი სერვისით  ნებისმიერ პროვაიდერ კლინიკაში სამედიცინო მომსახურება მიიღონ

თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. დღეიდან სამხედრო მოსამსახურეები ჯანმრთელობის დაზღვევის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული პაკეტით ისარგებლებენ, ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ინფრასტრუქტურის განახლების ფარგლებში ორხევის საავტომობილო ბაზის მონახულებისას განაცხადა, რომ ახალი სადაზღვევო პაკეტით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა სამედიცინო მომსახურების პირობები. სამხედრო მოსამსახურეებს შესაძლებლობა ექნებათ  ანაზღაურების გაზრდილი ლიმიტითა და მრავალფეროვანი სერვისით  ნებისმიერ პროვაიდერ კლინიკაში სამედიცინო მომსახურება მიიღონ.

„ჯარისკაცზე ორიენტირებული განახლებული სოციალური პოლიტიკის ფარგლებში, რომელიც სამხედროებსა და მათი ოჯახის წევრებზე ზრუნვას გულისხმობს, არსებითად გააუმჯობესა ჯანმრთელობის დაზღვევის პირობები. წინა სადაზღვევო პაკეტთან შედარებით არსებულ პაკეტს დაემატა სტომატოლოგიური, ონკოლოგიური და კარდიოქირურგიული მომსახურების ქველიმიტები, გაუმჯობესდა გამონაკლის შემთხვევებში არსებული სამედიცინო მომსახურების პირობები“, - ნათქვამია განცხადებაში.

ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო
ღარიბაშვილი: დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს იანვრიდან დანამატები 800 ლარამდე მოემატებათ

როგორც სამინისტროში განმარტავენ, განახლებული პაკეტის ფარგლებში გაიზარდა მომსახურე აფთიაქების, მედიკამენტების ლიმიტებისა და ასევე დაფინანსების ლიმიტების რაოდენობა, მათ შორის სამშობიარო, გეგმიურ-ამბულატორიულსა და გეგმიურ-სტაციონარულ მომსახურებაზე.

თავდაცვის სამინისტრო კვლავ გააგრძელებს ძალისხმევას, რათა ქართველი ჯარისკაცებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის შეიქმნას ღირსეული პირობები და ყველა დაწყებული რეფორმა სრულად განხორციელდეს, აცხადებენ უწყებაში.

ყველა ახალი ამბავი
0