ღარიბაშვილი: იანვრიდან დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს ხელფასები 800 ლარამდე მოემატებათ
„2020 წლის იანვრიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს, ტრავმების და ზოგადი ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, ხელფასებზე 200-დან 800 ლარამდე დანამატები დაუწესდებათ. ჩემი გადაწყვეტილებით, იანვრიდან დანამატების ბიუჯეტი გაოთხმაგდება. ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ მათზე ზრუნვას და მათ ფინანსურ მხარდაჭერას“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
თავდაცვის მინისტრის განცხადებით, შესაძლოა დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა დღე დაწესდეს.