05:27 04 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4087
  • 100 RUB4.4290
  • USD3.0416
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ადამიანის უფლებები საქართველოში (37)
35 0 0

სახალხო დამცველის წარმომადგენლების მიერ ბათუმის №3 ციხის შემოწმებამ აჩვენა, რომ ადმინისტრაციას ომბუდსმენის ყველა რეკომენდაცია არ შეუსრულებია

თბილისი, 25 თებერვალი — Sputnik. მსჯავრდებულების მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობა და მათი არაფორმალური დასჯა ისევ წარმოადგენს პრობლემას ბათუმის განსაკუთრებული რისკის მქონე №3 პენიტენციურ დაწესებულებაში, ნათქვამია სახალხო დამცველის მონიტორინგის ვიზიტის შემდგომ ანგარიშში, რომელიც დაწესებულებაში 2019 წლის 16-17 სექტემბერს ჩატარდა.

არასრულწლოვანმა დამნაშავეებმა სასჯელი შეიძლება ოჯახურ გარემოში მოიხადონ >>

აუდიტის მიზანს წარმოადგენდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არსებული ვითარების შესწავლა პატიმრების მიმართ არასათანადო მოპყრობის პრევენციის თვალსაზრისით, აგრეთვე 2016, 2017 და 2018 წლებში ომბუდსმენის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების შეფასება.

ანგარიშის თანახმად, პატიმრების მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობა და მათი არაფორმალური დასჯა დაწესებულებაში კვლავ აქტუალურია. ანუ, პრობლემური ქცევის მქონე პატიმრების დამორჩილების მიზნით მათ ხანგრძლივი დროით ეგრეთ წოდებულ დეესკალაციის ოთახში ათავსებენ.

სახალხო დამცველის აპარატი ამ პრაქტიკას განიხილავს როგორც სასტიკ, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას.

გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით, საქართველოს სახალხო დამცველი იუსტიციის სამინისტროს რეკომენდაციას აძლევს დაწესებულების წესდებაში შეიტანოს ცვლილება და მიუთითოს, რომ პატიმართა მოთავსება სამარტოო საკანში უნდა იქნას გამოყენებული, როგორც უკიდურესი ზომა და იყოს გამართლებული.

დეესკალაციის ოთახში ყოფნის მაქსიმალური ვადა არ უნდა აღემატებოდეს 24 საათს.

ომბუდსმენი ასევე რეკომენდაციას იძლევა პატიმრებთან მუშაობის დროს რისკების შემცირებისა და აღმოფხვრის მიზნით უფრო ხშირად იქნას გამოყენებული ფსიქოლოგი, ფსიქიატრი, სოციალური მუშაკი, ექიმი.

ასევე რეკომენდებულია საკნებში ბუნებრივი ვენტილაციის და განათების დეფიციტის აღმოფხვრა, პატიმრებს მიეცეთ სუფთა ჰაერზე უფრო მეტი დროის გატარების და ფიზიკური ვარჯიშის საშუალება და ციხის ბიბლიოთეკის განახლება.

ამავდროულად, სახალხო დამცველი პარლამენტს სთავაზობს შეცვალოს „პატიმრობის კოდექსი“ და განსაკუთრებული რისკის დაწესებულებებში მოთავსებულ პატიმრებს გაეზარდოთ პაემნებისა და სატელეფონო ზარების რაოდენობა,

გაუქმდეს ოჯახთან კონტაქტის რაიმე სახით შეზღუდვა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მსგავსი კონტაქტი დანაშაულს უკავშირდება. განსაკუთრებული რისკის მქონე პატიმრებს მიეცეთ ვიდეოპაემნების გამოყენების უფლება, აგრეთვე ნებისმიერ დროს დაუკავშირდნენ სახალხო დამცველს ან ინსპექციის სხვა ორგანოებს.

 

თემები:
ადამიანის უფლებები საქართველოში (37)

მთავარი თემები