არასრულწლოვანმა დამნაშავეებმა სასჯელი შეიძლება ოჯახურ გარემოში მოიხადონ

© Pixabay / MarcelloRabozziციხე
ციხე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნიდერლანდების მიერ დანერგილ სიახლეს ადგილზე ეცნობა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია მინისტრ თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით.

თბილისი, 5 ნოემბერი – Sputnik. საოჯახო ტიპის პენიტენციური დაწესებულება შესაძლოა საქართველოშიც დაინერგოს, იუწყება საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.

„ჩვენი განსაკუთრებული ინტერესის საგანია ის რეფორმა, რომელიც ნიდერლანდებშიც კი ამჟამად საპილოტე რეჟიმში მიმდინარეობს. ვფიქრობ, ჩვენ შეგვიძლია მსგავსი რამ საქართველოში დავნერგოთ. საქმე ეხება საოჯახო ტიპის პენიტენციურ დაწესებულებას, სადაც ერთი და იმავე დაბალი რისკის, ერთი და იმავე სასწავლო ინტერესებისა და მისწრაფებების მქონე რამდენიმე არასრულწლოვანი თავსდება და ოჯახურ გარემოში ცხოვრობს გათავისუფლებამდე“, − განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

ნიდერლანდების მიერ დანერგილ სიახლეს ადგილზე ეცნობა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია მინისტრ თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით.

ხელბორკილები - Sputnik საქართველო
პრემიერი: ციხის რეფორმა თანამედროვე საქართველოს სახეს წარმოადგენს

იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, ნიდერლანდების გამოცდილების გაზიარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოში პრობაციისა და პენიტენციურ სფეროებში მიმდინარე რეფორმის წარმატებისათვის.

„ნიდერლანდებში არასრულწლოვანთა პრობაციისა და პენიტენციური სისტემები ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე და ინოვაციურია. აქ დანერგილი მიდგომებისა და პრაქტიკის გაცნობა-გაანალიზება საქართველოს დაეხმარება, კიდევ უფრო დახვეწოს არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის პოლიტიკა, მსჯავრდებულთა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამები“, – აღნიშნავენ იუსტიციის სამინისტროში.

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, სამუშაო ვიზიტის მიზანი ნიდერლანდების არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროს პოლიტიკის, სერვისების, არასრულწლოვანთა პენიტენციური დაწესებულებებისა და პრაქტიკის შესწავლაა.

თამაზ ჭეიშვილი - Sputnik საქართველო
ქართველი პატიმრების ნამღერი მეგრული „ნანა“ ვენის ციხეში და იქაური კამერა-ლუქსები

ქართული დელეგაციის შემადგენლობაში არიან იუსტიციის მინისტრის მოადგილე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე, პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი თათია ხოჭოლავა და მე-8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი ნოდარ ქინქლაძე.

ვიზიტებია დაგეგმილი ამსტერდამის არასრულწლოვანთა საოჯახო ტიპის პენიტენციურ დაწესებულებაში, ასევე მაღალი რეციდივის არასრულწლოვან მსჯავრდებულთა დეპარტამენტსა და არასრულწლოვანთა საშუალო რისკის დაწესებულებებში. დელეგაციის წევრებს საშუალება ექნებათ გაეცნონ, თუ რა სერვისებს სთავაზობს სახელმწიფო პატიმარ ბავშვებს და როგორ ზრუნავს მათ რეაბილიტაცია–რესოციალიზაციაზე.

ვიზიტი ნიდერლანდებში ევროკავშირის მხარდაჭერის პროექტის თანადგომითა და დაფინანსებით ხორციელდება.

ყველა ახალი ამბავი
0