10:20 26 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8812
  • 100 RUB4.2875
  • USD3.3332
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1154)
325 0 0

საქართველოს ხელისუფლება ირწმუნება, რომ ყველა ზომას იღებს კორონავირუსის საქართველოში გავრცელების თავიდან ასაცილებლად.

თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. საქართველოს ჩინეთიდან პირდაპირი ფრენების დროებით შეჩერება მოუწევს, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

საქართველოში მოსახლეობისთვის კორონავირუსზე ინფორმაციის მიწოდების კამპანია იწყება>>

ჩინეთის ხელისუფლებამ 31 დეკემბერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ქალაქ უჰანში დაუდგენელი ტიპის პნევმონიის აფეთქების შესახებ აცნობა. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ საქმე აქვთ კორონავირუსთან 2019-nCoV. ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტის ბოლო მონაცემებით, ახალი ტიპის კორონავირუსით გამოწვეული პნევმონიით დაავადებულთა საერთო რაოდენობამ 4515 ადამიანს მიაღწია. აქედან 106 გარდაიცვალა.

„ჩინეთიდან მომავალ მგზავრებზე სკრინინგი ხორციელდება, მაგრამ, ალბათ, მოგვიწევს გადაწყვეტილების მიღება და ჩინეთიდან პირდაპირი ფრენების დროებით შეჩერება. მიუხედავად იმისა, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს და საქართველო კვლავაც მიჩნეულია ნაკლები საფრთხის ზონაში მყოფ ქვეყნად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს გადაწყვეტილება იქნება აუცილებელი, რომ უფრო მშვიდად ვიყოთ", – განაცხადა ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისი თქმით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ჯანდაცვის სამინისტროსა და სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად საკოორდინაციო ჯგუფშია გაერთიანებული, რომელიც ყველაფერს აკეთებს აუცილებელი პრევენციული ღონისძიებების განსახორციელებლად.

პეკინი–ურუმჩი–თბილისის რეისი, რომელიც 25 და 27 იანვარს იყო დაგეგმილი, უკვე გაუქმებულია, თუმცა, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მიერ ადრე გაკეთებული განცხადების მიხედვით, ეს ჩინური მხარის გადაწყვეტილებით საახალწლო ღონისძიებების გამო მოხდა.

საქართველოში ამ ეტაპზე კორონავირუსის შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყანაში გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები. უწყებაში აღნიშნავენ, რომ ახალი სასიკვდილო ვირუსის ქვეყანაში გავრცელების თეორიული ალბათობა არსებობს, თუმცა ამის შანსი მინიმალურია.

თბილისის აეროპორტში მგზავრების კორონავირუსზე შემოწმება მიმდინარეობს>>

საქართველომ უკვე აკრძალა ჩინეთიდან ცხოველების იმპორტი. აეროპორტებსა და სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებში კი ექიმები საქართველოში შემოსულ მგზავრებს ამოწმებენ.

თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1154)

მთავარი თემები