Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

თბილისის აეროპორტში მგზავრების კორონავირუსზე შემოწმება მიმდინარეობს

© Sputnik / STRINGERთბილისის აეროპორტი
თბილისის აეროპორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ამოწმებენ არამარტო ჩინეთიდან ჩამოსულ მგზავრებს, არამედ იმათაც, ვინც ტრანზიტული რეისებით ჩინეთის გავლით ჩამოფრინდა

თბილისი, 26 იანვარი - Sputnik. ქართველი მედიკოსების ჯგუფი მეორე დღეა ამოწმებს ჩამოსულ მგზავრებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები არ გამოვლენილა, განუცხადა ჟურნალისტებს ექიმმა ნანა დემურიამ.

საქართველოს ხელისუფლებამ გაითვალისწინა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) რეკომენდაციები და აეროპორტში ჩინეთიდან ჩამოსული მგზავრების შემოწმება დაიწყო. ჩინეთის ხელისუფლებამ 2019 წლის 31 დეკემბერს აცნობა ჯანმოს უცნობი წარმოშობის პნევმონიის აფეთქების შესახებ ქალაქ უხანში, რომელიც ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 56 ადამიანი, ინფიცირებულთა რიცხვი 1975-ს აღწევს.

სომხეთმა ჩინეთიდან პროდუქტების იმპორტი აკრძალა >>

„პირველ რიგში ჩვენ ვზომავთ ტემპერატურას, ვეკითხებით, თუ ჰქონდათ შეხება ჩინეთთან. რა თქმა უნდა, რეკომენდაციები გვაქვს ყველა ენაზე. ამ დროისთვის შევამოწმეთ შვიდი მგზავრი, არც ერთთან არ დაფიქსირებულა ტემპერატურის მატება“, - აცხადებს მედიკოსი.
კორონავირუსი ჩინეთში - Sputnik საქართველო
ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა და დაავადებულთა რიცხვი სწრაფად იზრდება

საქართველოში ჩამოსულ ყველა მგზავრს თერმოსკრინინგი უტარდება, ანუ მათ დისტანციური თერმომეტრის მეშვეობით ტემპერატურას უზომავენ, ასევე ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობას აკვირდებიან. იმ შემთხვევაში, თუ სხეულის ტემპერატურა 38 გრადუსს გადააჭარბებს, ასეთი ადამიანი ავტომატურად ხვდება რისკ-ჯგუფში და მას ეპიდემიოლოგთან გადაამისამართებენ.

იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს აღმოაჩნდება ხველა, საერთო სისუსტე და მაღალი ტემპერატურა, მას ინფექციურ საავადმყოფოში მასშტაბური გამოკვლევის ჩასატარებლად და სამკურნალოდ გადაიყვანენ.

დემურიას თქმით, დღეს ჩინეთიდან ხუთ მგზავრს ელოდებიან.

კორონავირუსით გამოწვეული პნევმონიით ინფიცირებულთა რაოდენობა ჩინეთში სწრაფად იზრდება. ვირუსი უკვე გავრცელდა ჩინეთის ფარგლებს გარეთ, დაინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, ვიეტნამში, სინგაპურში, მალაიზიაში, ნეპალში, საფრანგეთში, ავსტრალიაში, აშშ-ში, კანადაში, ავსტრალიაში, ჰონგ-კონგში, ტაილანდში.

„მაღაზიებში არ არის პური, წყალიც მთავრდება“ - როგორ ცხოვრობს ქართველი გოგო ჩინეთში >>

ჩინეთის ხელისუფლებამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე გადაეცემა. ექიმების თქმით, კორონავირუსს ახასიათებს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა გაციება, ხველა, ყელის ტკივილი და მოჭერის შეგრძნება მკერდის არეში, შეინიშნება პნევმონიისა და ბრონქიტის მსგავსი სიმპტომები. რისკის ჯგუფში არიან დაქვეითებული იმუნური სისტემის მქონე ადამიანები, ბავშვები და ხანდაზმულები.

ყველა ახალი ამბავი
0