22:22 29 იანვარი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1871
  • 100 RUB4.6063
  • USD2.8929
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ჯანდაცვა საქართველოში (147)
88 0 0

სკოლებს ახალი სასწავლო პროცესისთვის სათანადოდ მომზადება და არდადეგების დროს საკლასო ოთახებში დეზინფექციის ჩატარება ურჩიეს.

თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. ზამთრის არდადეგები დასრულდა, 15 იანვარს სახელმწიფო სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდა. ამასთან დაკავშირებით განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო პედაგოგებსა და სასწავლო დაწესებულებების ხელმძღვანელობას რჩევებს აძლევს, თუ რა ზომები უნდა გატარდეს გრიპის სეზონის დროს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия უწყების პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.

თბილისის საბავშვო ბაღებში ბავშვებს გრიპის სიმპტომებით არ დაუშვებენ>>

საქართველოში გრიპის ვირუსია გავრცელებული. ბოლო კვირის მონაცემებით, დაავადებულთა რაოდენობამ 100 ათას მოსახლეზე 219-ს მიაღწია. ეპიდემიად კი მიიჩნევა მაჩვენებელი, როდესაც კონკრეტული ვირუსით 100 ათას მოსახლეზე 450-500 მცხოვრები ავადდება. მიუხედავად იმისა, რომ გრიპით დაავადებების შემთხვევები გაიზარდა, სპეციალისტები სასწავლო პროცესის შეწყვეტის საფუძველს ვერ ხედავენ.

განათლების სამინისტრომ სკოლებში საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული რეკომენდაციები გაგზავნა.

სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის საგანმანათლებლო დაწესებულებებმა მიიღეს რეკომენდაცია, რომ არდადეგების პერიოდი გამოეყენებინათ და შენობებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩაეტარებინათ, ხოლო სასწავლო პროცესის განახლების შემდეგ სისტემატურად დაასუფთაონ სველი წესით საკლასო ოთახები და დერეფნები, შესაბამისი ხსნარებით გაწმინდონ მერხები, სკამები და სასკოლო ინვენტარი.

სკოლები ასევე ვალდებული არიან, აქტიურად ჩართონ ექიმები პრევენციული ზომების გატარებაში და დაიცვან დაავადების გავრცელების თავიდან აცილებისთვის გაცემული რეკომენდაციები.

გრიპი უკან არ იხევს: ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები გახშირდა>>

სპეციალისტები მშობლებს მოუწოდებენ, არ გაუშვან ბავშვები გრიპის ვირუსისა და გაციების ნიშნებით სკოლებსა და საბავშვო ბაღებში. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეკომენდაციაა – ასწავლონ ბავშვებს ხელების ხშირად დაბანა.

თემები:
ჯანდაცვა საქართველოში (147)

მთავარი თემები