21:21 29 იანვარი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1871
  • 100 RUB4.6063
  • USD2.8929
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ჯანდაცვა საქართველოში (147)
541 0 0

გრიპის ვირუსით დაინფიცირების შემთხვევებმა ისეთ მასშტაბებს მიაღწია, რომ თბილისის საბავშვო ბაღების მართვის სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება, არ დაუშვას ბავშვები გრიპის სიმპტომებით საბავშვო ბაღებში.

თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. თბილისის საბავშვო ბაღებში არ დაუშვებენ ბავშვებს, რომლებსაც გრიპის ვირუსისა და გაციების სიმპტომები აქვთ, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия დედაქალაქის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოზე დაყრდნობით.

თბილისში გრიპის ვირუსია გავრცელებული. საქართველოში გრიპის ვირუსით დაინფიცირების შემთხვევები, გასული კვირის მონაცემებთან შედარებით, გაიზარდა. იანვრის პირველ კვირაში 100 ათას ადამიანზე 191 შემთხვევა დაფიქსირდა. ახალი მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 219-მდე გაიზარდა. ეპიდემიად მიიჩნევა მაჩვენებელი, როდესაც კონკრეტული ვირუსით 100 ათას მცხოვრებზე 450-500 ადამიანი ავადდება.

რაც შეეხება ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებს, ის 3 პროცენტით გაიზარდა. გასულ კვირაში ეს მაჩვენებელი შეადგენდა 22%-ს, ახლა კი 25%-ს შეადგენს.

„იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს გრიპის სიმპტომები საბავშვო ბაღში ყოფნის დროს გამოაჩნდება, აღმზრდელი, ჯანდაცვის კოორდინატორთან კონსულტაციის შემდეგ, უნდა დაუკავშირდეს მშობელს და მას ბავშვის ბაღიდან წაყვანა სთხოვოს", – აცხადებენ საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოში.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სპეციალისტები სასწავლო დაწესებულებებში სწავლის გადადების რეკომენდაციას არ გასცემენ. ისინი მხოლოდ მოუწოდებენ მშობლებს, არ გაუშვან გაციებული და გრიპის ნიშნების მქონე ბავშვები საბავშვო ბაღსა თუ სკოლაში.

თბილისის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი 15 იანვარს განახლდება. საბავშვო ბაღების მართვის სააგენტომ გადაწყვიტა, რომ საინფორმაციო კამპანია დაიწყოს. მშობლებს დაურიგებენ საინფორმაციო ბუკლეტებს გრიპის გავრცელების გზებისა და მისი პრევენციის შესახებ.

უფრო მეტიც, საბავშვო ბაღებში იმუშავებენ ჯანდაცვის კოორდინატორები, რომლებიც დამატებით მიაწვდიან ინფორმაციას მშობლებს გრიპთან დაკავშირებულ რისკებზე, დაავადებისგან დაცვის ზომებზე.

საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა უმეტესობა გრიპის ვირუსზე აცრილია.

თემები:
ჯანდაცვა საქართველოში (147)

მთავარი თემები