გრიპი უკან არ იხევს: ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები გახშირდა

© Sputnik / Alexander Imedashviliიმუნიზაციის ცენტრი თბილისში
იმუნიზაციის ცენტრი თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
გრიპის ვირუსით დაინფიცირებულთა მაჩვენებელი იანვრის პირველ კვირაში 191 შემთხვევა იყო 100 ათას მოსახლეზე, ხოლო მეორე კვირაში ეს მაჩვენებელი 219-მდე გაიზარდა.

თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. საქართველოში გაიზარდა გრიპის ვირუსით დაინფიცირების შემთხვევები, გასული კვირის მონაცემებთან შედარებით, აღნიშნულია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე.

იანვრის პირველ კვირაში 100 ათას ადამიანზე 191 შემთხვევა დაფიქსირდა. ახალი მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 219-მდე გაიზარდა. ეპიდემიად მიიჩნევა მაჩვენებელი, როდესაც კონკრეტული ვირუსით 100 ათას მცხოვრებზე 450-500 ადამიანი ავადდება.

სასწრაფო სამედიცინო დახმარება - Sputnik საქართველო
იაშვილის ბავშვთა კლინიკაში იმატა პაციენტების რაოდენობამ გრიპის სიმპტომებით

რაც შეეხება ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებს, ის 3 პროცენტით გაიზარდა. გასულ კვირაში ეს მაჩვენებელი შეადგენდა 22%-ს, ახლა კი 25%-ს შეადგენს.

სპეციალისტების განცხადებით, გასულ წელს ეპიდემიასთან დაკავშირებით ქვეყანაში უფრო მძიმე ვითარება იყო, ვიდრე ამჟამადაა.

როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში განაცხადა, ახლა ჩვეულებრივი ზამთარია, ჩვეულებრივი გრიპია და არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. უბრალოდ, ყურადღებით უნდა ვიყოთ, რომ დაავადების შემთხვევაში მდგომარეობა არ გართულდეს. გრიპის მიმართ დაუშვებელია არასერიოზული დამოკიდებულება.

მისი თქმით, გართულება შეიძლება გამოიწვიოს არა მხოლოდ გრიპის ვირუსმა, არამედ ასევე ნებისმიერმა ვირუსმა.

პაატა იმნაძე: გრიპის გამო არდადეგების გახანგრძლივების საფუძველი არ არსებობს>>

ამ სეზონში პრევალირებს В ტიპის ვირუსი, რომელიც შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს და საშუალო სიმძიმისაა. სწორედ ამიტომ ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით ნაკლებია.

ყველა ახალი ამბავი
0