16:11 29 იანვარი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1871
  • 100 RUB4.6063
  • USD2.8929
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ჯანდაცვა საქართველოში (147)
118 0 0

სპეციალისტები გვირჩევენ, როგორ დავიცვათ თავი გრიპისგან და როგორ მოვიქცეთ, თუ მაინც ავად გავხდით. გრიპის სეზონი ჯერჯერობით გრძელდება

თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. იანვრის ბოლოს და თებერვლის დასაწყისში ექიმები გრიპის აფეთქების ახალ ტალღას ელოდებიან, იუწყება პირველი არხი.

ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის ექიმი მაია ხერხეულიძე ყველას მოუწოდებს თვითმკურნალობას შეეშვან და მაღალი სიცხის, გახშირებული სუნთქვისა და პირღებინების შემთხვევაში მიმართონ ექიმს.

„დეკემბრის ბოლოსთან შედარებით, ახლა სტაბილურია მდგომარეობა. ზრდის ტენდენცია ამ ეტაპზე არ გვქონია, თუმცა მაინც ველოდებით მეორე ტალღას. როგორც წესი, ეს არის იანვრის ბოლო, თებერვლის დასაწყისი. ამ პერიოდში არის ხოლმე მეორე ტალღა“, - განაცხადა ხერხეულიძემ.

რესპირატორული ინფექციების გარდა, პაციენტები ხშირად მიმართავენ ექიმებს ისეთი სიმპტომებით, რომლებიც გრიპის ვირუსისთვის არის დამახასიათებელი. ჟვანიას კლინიკაში ყველაზე ხშირია B ტიპის გრიპის ვირუსი, ხოლო H1N1 გაცილებით იშვიათია.

გრიპის ვირუსის გამო საქართველოს სკოლებში სასწავლო პროცესი გადაიდება? >>

„თუ მაღალი ტემპერატურაა, 39-40-ია და სიცხის დამწევს არ ექვემდებარება; თუ ბავშვს აღენიშნება გახშირებული სუნთქვა, ასეთ შემთხვევაში ჯობს, ბავშვი ექიმმა ნახოს და მის მიერ დანიშნულ მკურნალობას მივყვეთ“, – აცხადებს მაია ხერხეულიძე.

სპეციალისტი ასევე ყველას ურჩევს ხალხმრავალ ადგილებში ატარონ ნიღაბი და ის ყოველ სამ საათში ცვალონ.

ხერხეულიძის თქმით, მშობლებმა შვილები სახლში უნდა დატოვონ საბოლოო გამოჯანმრთელებამდე და არ გაუშვან სკოლაში ან საბავშვო ბაღში, როდესაც აქვთ სურდო ან ხველა.

„ძალიან ხშირად, თქვენ შეხვდებით ბაღში ბავშვებს, რომელთაც სურდო აქვთ, ახველებთ და მაინც, ბაღში დადიან, რაც არ არის სწორი, რადგან ეს ბავშვი წარმოადგენს ინფექციის წყაროს დანარჩენი კონტინგენტისთვის“, - ხაზგასმით აღნიშნა ხერხეულიძემ.

გასული კვირის მონაცემებთან შედარებით, გრიპის ვირუსით დაინფიცირების შემთხვევები შემცირდა. დეკემბრის ბოლო კვირაში 100 ათას მოსახლეზე გრიპის ვირუსის 312 შემთხვევა დაფიქსირდა, იანვრის პირველ კვირაში კი ეს მაჩვენებელი 191-დე შემცირდა. ჰოსპიტალიზების მაჩვენებელი დეკემბრის ბოლო კვირასთან შედარებით 3%-ით არის მომატებული, თუმცა, ეს მონაცემები ორჯერ ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ამასთან, სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ქვეყანაში გრიპის ვირუსის ეპიდემიის საშიშროება ჯერჯერობით არ არის და სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. შეგახსენებთ, ეპიდემიად მიიჩნევა მაჩვენებელი, როდესაც კონკრეტული ვირუსით 100 ათას მცხოვრებზე 450–500 ადამიანი ავადდება.

გამყრელიძე მოსახლეობას მოუწოდებს დაიცვას ჰიგიენური ნორმები, ხშირად დაასუფთაონ სახლი და სამუშაო ადგილი სველი წესით, გაანიავონ შენობები, ასევე ხშირად დაიბანონ ხელები.

წლევანდელ სეზონზე პრევალირებს გრიპის B ტიპის ვირუსი, რომელიც ხასიათდება კლინიკურად შედარებით მსუბუქი და საშუალო სიმძიმის მიმდინარეობით. ამიტომაც არის, რომ ჰოსპიტალიზების მაჩვენებელი შარშანდელთან შედარებით ნაკლებია.

ქვეყანაში ამ დროისთვის შემთხვევების 80%-ში ცირკულირებს B ტიპის ვირუსი, დაახლოებით 10%-ია A ტიპის H1N1, დანარჩენი 10% კი რინოვირუსებია.

აღსანიშნავია, რომ წინა წლის დეკემბერ–იანვარში საქართველოში გრიპის ვირუსი H1N1, ე.წ. „ღორის გრიპი" მძვინვარებდა, რომლის გართულების ნიადაგზე 22 ადამიანი გარდაიცვალა.

საქართველოში ბოლო პერიოდში გრიპის H1N1 ტიპის ვირუსით გამოწვეული გართულებებისგან ორი ადამიანი გარდაიცვალა. ორივე შემთხვევაში პაციენტებს ჰქონდათ ქრონიკული დაავადებები და არ ჰქონდათ გრიპის აცრა გაკეთებული.

 

თემები:
ჯანდაცვა საქართველოში (147)

მთავარი თემები