თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. ჭიათურის მუნიციპალიტეტში 30 წლამდე ქალი გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი".
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი მწვავე ვირუსული ინფექციის ნიადაგზე გართულება გახდა.
ახალგაზრდა ქალი „ჯეო-ჰოსპიტალსის" კლინიკაში ვირუსული სიმპტომებით 7 იანვარს შეიყვანეს. ექიმების თქმით, პაციენტის მდგომარეობა მძიმე იყო და იგი შეყვანიდან საათ-ნახევარში გარდაიცვალა.