16:36 14 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2566
  • 100 RUB4.5941
  • USD2.9568
მამუკა ბახტაძე

ჯანდაცვის სამინისტრო С ჰეპატიტთან ბრძოლის ახალ კამპანიას იწყებს

© photo : Ministry of IDPs from the occupied territories, labour, health and aocial affairs of Georgia / FB
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ჯანდაცვა საქართველოში (87)
112 0 0

საქართველოში ოთხი წლის განმავლობაში С ჰეპატიტზე გამოკვლევა 1,5 მილიონმა ადამიანმა გაიარა

თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო С ჰეპატიტთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, რომელიც 28 ივლისს აღინიშნება, იწყებს ახალ კამპანიას „შენ - С".

პრეზიდენტი საზოგადოებას C ჰეპატიტზე გამოკვლევის ჩატარებისკენ მოუწოდებს >>

ახალი კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადეს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ და პრემიერ-მინი9სტრმა ბახტაძემ. კამპანიის მიზანს წარმოადგენს ის, რომ საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ ჩაიტაროს სკრინინგი С ჰეპატიტზე, რადგან დაავადება მიმდინარეობს სიმპტომების გარეშე და ამის დადგენის ერთადერთი შესაძლებლობაა - ანალიზის ჩაბარება.

დღეს საქართველო - მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც С ჰეპატიტის მკურნალობა უახლესი თაობის მედიკამენტებით მთლიანად უფასოა. С ჰეპატიტის ელიმინაციის ქართული პროგრამის ანალოგი მსოფლიოში არ არსებობს.

შაბათს ოთხწლიანი პროგრამის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა. „დღეისათვის არსებული მონაცემებით, 1.5 მილიონმა ადამიანმა ჩაიტარა სკრინინგი C ჰეპატიტზე, 58 000-ზე მეტი პირი ჩაერთო მკურნალობის პროგრამაში და 54 000-მდე პაციენტმა წარმატებით დაასრულა მკურნალობა“, - განაცხადა ბახტაძემ.

პრემიერმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია მოქალაქეები კიდევ უფრო გააქტიურდნენ, რათა გამოკვლევა ყველამ გაიაროს.

„მინდა დავარწმუნო ყველა, რომ C ჰეპატიტი განკურნებადია და რაც ყველაზე მთავარია - ჩვენ შევძელით, რომ ის აღარ არის სტიგმა ქართულ საზოგადოებაში“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

საუკეთესო მსოფლიოში - საქართველო ჰეპატიტთან ბრძოლის კუთხით სანიმუშო ქვეყნად აღიარეს >>

ღონისძიებას, რომელიც С ჰეპატიტთან ბრძოლის მსოფლიო დღეს მიეძღვნა, ესწრებოდნენ მინისტრთა კაბინეტის წევრები, ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის წარმომადგენლები, განკურნებული პაციენტები, დარგის წამყვანი სპეციალისტები, პროექტის საერთაშორისო პარტნიორები, აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები და ყველა ის ადამიანი, ვინც აქტიურად მონაწილეობდა აღნიშნულ პროგრამაში.

С ჰეპატიტის უფასოდ მკურნალობის პროგრამა საქართველოში 2016 წელს დაიწყო. ამ პროგრამის ფარგლებში გაფორმდა 10-წლიანი შეთანხმება ამერიკულ კომპანიასთან Gilead Sciences, რომელიც ამარაგებს ქვეყანას დაავადების სამკურნალო ძვირადღირებული მედიკამენტებით. პროგრამის მონაწილეებს პრეპარატ „სოვალდის" ურიგებენ.

პროგრამა შეიძლება 2020 წლისთვის დასრულდეს, ამიტომ სპეციალისტები მოქალაქეებს მოუწოდებენ, რაც შეიძლება დროულად ისარგებლონ უფასო მკურნალობით.

თემები:
ჯანდაცვა საქართველოში (87)

მთავარი თემები