С ჰეპატიტი საქართველოში - მკურნალობა 150 ათას ადამიანს სჭირდება

© photo: Sputnik / Alexander Kryajev / გადასვლა მედიაბანკშისისხლის ცენტრი ნოვოსიბირსკში
სისხლის ცენტრი ნოვოსიბირსკში - Sputnik საქართველო
გამოწერა
2016 წლიდან საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ უფასოდ გაიარონ С ჰეპატიტის მკურნალობის კურსი, თუმცა ეს სახელმწიფო პროგრამა შესაძლოა მალე დასრულდეს

თბილისი, 6 მარტი - Sputnik. საქართველოს ხელისუფლება ვარაუდობს, რომ С ჰეპატიტის მკურნალობა ქვეყნის 150 ათას მოქალაქეს სჭირდება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ისაუბრა.

С ჰეპატიტის უფასოდ მკურნალობის პროგრამა საქართველოში 2016 წელს დაიწყო. ამ პროგრამის ფარგლებში გაფორმდა 10-წლიანი შეთანხმება ამერიკულ კომპანიასთან - Gilead Sciences, რომელიც ამარაგებს ქვეყანას დაავადების სამკურნალო ძვირადღირებული მედიკამენტებით. პროგრამის მონაწილეებს პრეპარატ „სოვალდის“ ურიგებენ. თუმცა პროგრამა შესაძლოა 2020 წელს დასრულდეს. ამიტომ სპეციალისტები მოქალაქეებს მოუწოდებენ, რაც შეიძლება სწრაფად მიმართონ ცენტრს და გამოიყენონ უფასო მკურნალობის შესაძლებლობა.

ჰეპატიტის წინააღმდეგ აცრა - Sputnik საქართველო
ბრძოლა ჰეპატიტთან: საქართველოში დაავადების სამკურნალო ახალი პრეპარატი გამოჩნდება

„კვლევების თანახმად, ველით, რომ მკურნალობა შეიძლება სჭირდებოდეს 150 ათას ადამიანს. ჩვენი მიზანია, მათი 90% მოვიდეს გამოკვლევებზე და ჩაერთოს სამკურნალო პროცესში“, - განაცხადა სერგეენკომ С ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის მეექვსე ეროვნულ სამუშაო შეხვედრაზე და დასძინა, რომ პაციენტების 95% სრულად უნდა განიკურნოს.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, პროგრამის დაწყებიდან სამწელიწად-ნახევრის შემდეგ ქვეყანამ სერიოზულ შედეგებს მიაღწია.

„ქვეყანაში გამოკვლეულია 1 350 ათასი ადამიანი, მხედველობაში მყავს ზრდასრულები. ჩვენს სამიზნე კატეგორიად რჩება 2 800 ათასი ადამიანი, რომლებიც ასევე უნდა გამოვიკვლიოთ“, - აღნიშნა გამყრელიძემ.

2015 წელს ჩატარდა კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ საქართველოს მოქალაქეთა თითქმის 8% С ჰეპატიტის მატარებელი იყო. ამიტომ ქვეყანა რთული გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა.

მაგრამ ამჟამად С ჰეპატიტის მკურნალობის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული 45 ათასი პაციენტიდან განიკურნა 98%. სპეციალისტები ქვეყნის ყველა მოქალაქეს მოუწოდებენ, გაიკეთონ შესაბამისი ანალიზები ჰეპატიტის უფასო სკრინინგცენტრებში, რომლებიც საქართველოს ყველა რეგიონსა და დიდ ქალაქშია გახსნილი.

ყველა ახალი ამბავი
0