18:02 11 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2210
  • 100 RUB4.5697
  • USD2.9089
სისხლის ანალიზის ჩაბარება

პრეზიდენტი საზოგადოებას C ჰეპატიტზე გამოკვლევის ჩატარებისკენ მოუწოდებს

© CC BY 2.0 / Victor / HIV and Hepatits Test
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ჯანდაცვა საქართველოში (97)
93 0 0

უფასო მკურნალობის პროგრამა შეიძლება 2020 წლისთვის დასრულდეს, ამიტომ საქართველოს ხელისუფლება მოსახლეობას კვლევების დაჩქარებისკენ მოუწოდებს.

თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის მოსახლეობას C ჰეპატიტზე ტესტის გაკეთებას და ვირუსის აღმოჩენის შემთხვევაში უფასო მკურნალობისკენ მოუწოდებს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

С ჰეპატიტის უფასოდ მკურნალობის პროგრამა საქართველოში 2016 წელს დაიწყო. ამ პროგრამის ფარგლებში გაფორმდა 10-წლიანი შეთანხმება ამერიკულ კომპანიასთან Gilead Sciences, რომელიც ამარაგებს ქვეყანას დაავადების სამკურნალო ძვირადღირებული მედიკამენტებით. პროგრამის მონაწილეებს პრეპარატ „სოვალდის" ურიგებენ. პროგრამა შეიძლება 2020 წლისთვის დასრულდეს, ამიტომ სპეციალისტები მოქალაქეებს მოუწოდებენ, რაც შეიძლება დროულად ისარგებლონ უფასო მკურნალობით.

„ნუ გავუშვებთ ამ არაჩვეულებრივ შანსს ხელიდან და ნუ ვიტყვით მასზე უარს!" – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კვლევის თანახმად, საქართველოში მკურნალობას 150 ათასი ადამიანი საჭიროებს. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მიზანია, რომ მათგან 90%-მა კვლევა ჩაიტაროს და მკურნალობის პროცესში ჩაერთოს. აღნიშნული პროგრამის დაწყებიდან 3,5 წლის შემდეგ ქვეყანაში სერიოზული შედეგები დადგა – გამოკვლევა 1,35 მლნ ადამიანმა ჩაიტარა. მიზნობრივ კატეგორიად 2,8 მლნ ადამიანი რჩება, რომლებმაც ასევე უნდა ჩაიტარონ გამოკვლევები, განაცხადეს ჯანდაცვის სამინისტროში.

2015 წელს ჩატარდა კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ საქართველოს მოქალაქეთა თითქმის 8% С ჰეპატიტის მატარებელი იყო. ამიტომ ქვეყანა რთული გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა.

დღეისთვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული 45 ათასი პაციენტიდან 98% განიკურნა. სპეციალისტები ქვეყნის მოქალაქეებს შესაბამისი ანალიზის ჩაბარებისკენ მოუწოდებენ.

ამის უფასოდ გაკეთება შესაძლებელია ჰეპატიტის სკრინინგ-ცენტრებში, რომლებიც საქართველოს ყველა რეგიონსა თუ ქალაქშია გახსნილი.

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში საქართველოს პარტნიორები არიან მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია და აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი.

თემები:
ჯანდაცვა საქართველოში (97)

მთავარი თემები