საქართველოში სიგარეტის შემდეგ, შესაძლოა გასახვევი თამბაქოც გაძვირდეს

© photo: Sputnik / Stringerსიგარეტი მაღაზიის ვიტრინაში
სიგარეტი მაღაზიის ვიტრინაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარლამენტის დეპუტატმა თამბაქოს მოწევასთან ბრძოლის ფარგლებში საგადასახადო კოდექსში ცვლილებები დააანონსა

თბილისი, 2  მარტი — Sputnik. საქართველოში მწეველებს კიდევ ერთი უსიამოვნო სიურპრიზი ელოდებათ - შესაძლოა, ფასები სიგარეტის შემდეგ გასახვევ თამბაქოზეც გაიზარდოს, განაცხადა პირველი არხის ეთერში ჯანდაცვის საკითხების კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ.

მწეველების კალკულატორი: რამდენით და რატომ გაძვირდება კიდევ სიგარეტი >>

ახალი წლის შემდეგ გადასახადების მომატების გამო ყველა სიგარეტის ფასი საშუალოდ 5-ლარიან ნიშნულს მიუახლოვდა. შედეგად მწეველებმა მოწევას მოუკლეს ანდა გასახვევ თამბაქოზე გადავიდნენ.

„ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მოგვიწოდებს, რომ აქციზის ფასი გასახვევი თამბაქოზეც  გავზარდოთ. რეალურად მოიმატა აქციზის ფასმა ფილტრიანსა და უფილტრო თამბაქოზე, ახლა დარჩა გასახვევი თამბაქო, ე.წ საბითუმო თამბაქო, რომელზეც გადავიდა საზოგადოების ნაწილი, რადგან უფრო იაფი გამოდის“, - განაცხადა ზოიძემ.

დღეისათვის 1 კგ თამბაქოზე აქციზი 35 ლარს შეადგენს.

სიგარეტი - Sputnik საქართველო
კონტრაბანდა საქართველოში: ამოღებულია 3 ათას კოლოფზე მეტი სიგარეტი

მისი თქმით, ბოლო წლებში თამბაქოს იმპორტი რამდენჯერმე გაიზარდა და ახლა საქართველოს მთავარ ამოცანას მოწევასთან ბრძოლა აქციზის გაზრდის საშუალებით წარმოადგენს.

„ფასი არის თითქმის ერთადერთი ბარიერი, რომელიც ხელს უწყობს იმას, რომ მოწევა არ დავიწყოთ. ჩვენთან ცამეტი წლის ადამიანები რეგულარულად ეწევიან და ეს კატასტროფაა, საერთოდ ეპიდემიაა, როდესაც მოსახლეობის მესამედი ეწევა. აქციზი არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომლითაც ხდება პრევენცია“, – განაცხადა ზოიძემ.

მან აღნიშნა, რომ ჯანმო-ს მოთხოვნა უკვე გააცნო მთავრობას, რომელსაც გადაწყვეტილების მიღება მოუწევს.

საქართველოდან სიგარეტის ექსპორტი 3,5-ჯერ გაიზარდა >>

საქართველოში თამბაქოს საწინააღმდეგო კამპანია მიმდინარეობს. დღეისათვის მოწევა აკრძალულია ყველგან, საკუთარი სახლის, ქუჩის, მწეველთათვის განკუთვნილი სასტუმროს ნომრებისა და შენობებში სპეციალურად გამოყოფილი ადგილების გარდა. ბოლო ორი წლის განმავლობაში სიგარეტის ფასი ორჯერ გაიზარდა და, სავარაუდოდ, ფასების ზრდა კიდევ გაგრძელდება.

ყველა ახალი ამბავი
0