კონტრაბანდა საქართველოში: ამოღებულია 3 ათას კოლოფზე მეტი სიგარეტი

გამოწერა
კონტრაბანდული საქონლის საერთო საბაზრო ღირებულება 12 ათას ლარს აღემატება.

თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სხვადასხვა რეგიონში უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ხუთი ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თამბაქოს ჯიხური - Sputnik საქართველო
მწეველების კალკულატორი: რამდენით და რატომ გაძვირდება კიდევ სიგარეტი

„საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამეგრელო–ზემო სვანეთის, კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში დანაშაულში მხილებული პირებისგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი 3 250 კოლოფი სხვადასხვა დასახელების უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 12 000 ლარს აღემატება", – ნათქვამია განცხადებაში.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის მე-200 მუხლის პირველი ნაწილით ("აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება, შენახვა, რეალიზაცია ან გადაზიდვა"), რომელიც ითვალისწინებს ორიდან ოთხ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

ყველა ახალი ამბავი
0