Air France პარიზიდან თბილისში რეგულარულად იფრენს

© GCAA / FB Air France
 Air France - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისსა და პარიზს შორის პირდაპირ რეგულარულ ავიარეისებს Air France-ი და Georgian Airways-ი განახორციელებენ.

თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. ფრანგული ფლაგმანი ავიაკომპანია AIR FRANCE პარიზიდან თბილისის მიმართულებით რეგულარულ ფრენებს 31 მარტიდან განახორციელებს, ნათქვამია საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს Facebook-გვერდზე.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი - Sputnik საქართველო
რომელი ავიაკომპანია ლიდერობდა საქართველოს ავიაბაზარზე 2018 წელს

ბარი, ბრიუსელი, კოპენჰაგენი, ტალინი… Wizz Air ექვს ახალ მიმართულებას ამატებს>>>

რეგულარულ ფრენებს პარიზი–თბილისის რეისით კვირაში ორჯერ – კვირას და ოთხშაბათს Airbus A320 და A321 მარკის საჰაერო ხომალდები განახორციელებენ. თბილისიდან საფრანგეთის დედაქალაქში ფრენები ორშაბათს და ხუთშაბათს შესრულდება.

შესაბამისი ნებართვა Air France-ს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ მიანიჭა. რეგულარული ფრენები 2019 წლის 23 ოქტომბრამდე განხორციელდება.

რეგულარულად, კვირაში ორჯერ ქვეყნებს შორის იფრენს აგრეთვე ქართული ავიაკომპანია Georgian Airways – Airzena.

დღეისთვის კომპანია Air France ფრენებს მსოფლიოს 92 ქვეყანაში ახორციელებს 195 მიმართულებით. კომპანიის ავიაპარკი სხვადასხვა ტიპის 212 საჰაერო ხომალდისგან, ქართული Airzena-ს ავიაპარკი კი სხვადასხვა ტიპის შვიდი ხომალდისგან შედგება. 

© Sputnik / Konstantin Ivanovსაქართველოს ავიაბაზარი 2018 წელს
Air France პარიზიდან თბილისში რეგულარულად იფრენს - Sputnik საქართველო
საქართველოს ავიაბაზარი 2018 წელს

 

ყველა ახალი ამბავი
0